მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის დაფინანსებით, ხურმის ბაღებში ელექტრო სისტემები დამონტაჟდა

5c1103b6ba494
სალომე ჭიპაშვილი
12.12.18 16:48
1146
ევროკავშირის დაფინანსებით, ლაგოდეხში, შპს „ლაკუასტის“ ხურმის ბაღებში ელექტრო გადამცემი ბოძები და გაყვანილობა დამონტაჟდა.

როგორც BM.ge-სთან საუბარში კომპანიის წარმომადგენელმა დავით ფარცვანიამ განაცხადა, ელექტრო გაყვანილობამ მოტივაცია გააჩინა, რომ ხურმის ბაღებში თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემაც დამონტაჟებულიყო.

„ხურმის ბაღში ელექტრო გადამცემი ბოძებისა და გაყვანილობების დამოტაჟებისათვის, ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, ევროკავშირმა 70 ათასი ლარით დაგვაფინანსა, რამაც მოგვცა საშუალება 12 ჰექტარზე გადაჭიმული ხურმის ბაღები თანამედროვე სარწყავი სისტემითა და სეტყვასაწინააღმდეგო ბადეებით აღგვეჭურვა“, - აცხადებს შპს „ლაკუასტის“ წარმომადგენელიდავით ფარცვანია.

ბაღებიდან მიღებული ხურმის მოსავალი, შემსყიდველებს მთლიანად ექსპორტზე, უკრაინასა და ფინეთში გააქვთ.

ერთი კილოგრამი ხურმის შესასყიდი ფასი ადგილზე 1 ლარი და 50 თეთრია.

კომპანია სამომავლოდ სხვა ხეხილის ბაღების გაშენებასაც გეგმავს.

ხურმის გარდა, ეს იქნება ვაშლი, მსხალი და ქლიავი. მთლიანობაში ხეხილის ბაღი 20 ჰექტარზე გაშენდება.

შპს „ლაკუასტის“ ხურმის ბაღები ლაგოდეხში 2017 წელს გაშენდა და მასში დაახლოებით, 450 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანიაში სეზონურად 20 ადამიანია დასაქმებული; მუდმივი თანამშრომელი კი, 5-6 ადამიანს შეადგენს.