მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის დაფინანსებით, ბორჯომში სალიფსიტე მეურნეობა აშენდა

5c091c454126f
სალომე ჭიპაშვილი
06.12.18 16:40
1308
ბორჯომის რაიონის, სოფელ ტაძრისში ახალი სალიფსიტე მეურნეობა აშენდა.

როგორც BMG-სთან საუბარში მეურნეობის ხელმძღვანელმა თამაზ ჩუტკერაშვილმა განაცხადა, სალიფსიტე მეურნეობა გაზაფხულიდან მაქსიმალური დატვირთვით იმუშავებს, რაც თევზის წარმადობას ორჯერ გაზრდის.

„ვგეგმავთ ლიფსიტების ორჯერ გამოყვანას - გაზაფხულსა და შემოდგომაზე, რაც წელიწადში 200-300 ათასი ლიფსიტის გამოჩეკას გულისხმობს; ეს კი საშუალებას მოგვცემს, ადგილობრივი ბაზარი სრულად ავითვისოთ და ბაკურიანში არსებული სასტუმროები ცოცხალი თევზით მოვამარაგოთ“, - აცხადებს თამაზ ჩუტკერაშვილი.

მისი თქმით, „რომ არა ევროკავშირის დაფინანსება, ეს ყველაფერი აქამდე არსებულ პრიმიტიულ მეურნეობად დარჩებოდა“.

სალიფსიტე მეურნეობაში 100 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა,საიდანაც 60 ათასი ლარი თამაზ ჩუტკერაშვილმა ევროკავშირის დაფინანსებით მიიღო.

„წყალი მეყინებოდა და ქვირითი მიფუჭდებოდა, ამიტომ ევროკავშირის დაფინანსებითა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფ LAG-ის დახმარებით, გავაკეთე კაპიტალური შენობა და ვიყიდეთ თევზის გამოსაჩეკი აპარატურა, თევზის გადასაყვანი ცისტერნა და დასახარისხებელი ცისტერნა“, - აცხადებს სალიფსიტე მეურნეობის ხელმძღვანელი.
ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოში დღემდე 122 სოფლის განვითარების ინიციატივა დააფინანსა, მათ შორის 28 - ბორჯომში.