მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი აშშ-ს ტარიფებს უზრდის

5b2b8a9459245
კესო კაციტაძე
21.06.18 15:21
521
ევროკავშირი აშშ–ს ტარიფებს უზრდის. BBC-ს ინფორმაციით, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის პეზიდენტმა დონალტ ტრამპმა ალუმინის და ფოლადის ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით განაცხადა. ამერიკულ საქონელში შედის ჯინსი, მოტოციკლები და ბურბონის ვისკიც.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ალუმინისა და ფოლადის ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით ცალმხრივი და უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც ჩვენ სხვა არჩევანი აღარ დაგვიტოვა.“ - განაცხადა სავაჭრო კომისარმა სესილია მალსტორმმა.

გადაწყვეტილება ძალაში 22 ივნისს შევა და 2,8 მილიარდი ევროს ჯამური ღირებულების საქონელს შეეხება.