მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Eventer.ge გიორგი სიგუას თაღლითობის ბრალდებით უჩივის

5bf54dc69a7a4
თამუნა დემეტრაშვილი
21.11.18 16:19
778
Gem Fest-ის დამფუძნებელ გიორგი სიგუას თაღლითობის ბრალდებით უჩივიან. კომპანია Eventer.ge-მ სიგუას წინააღმდეგ სარჩელი პროკურატურაში უკვე შეიტანა და საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს. როგორც Eventer.ge-ს ხელმძღვანელმა ლაშა მარგიანმა bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა, სისხლის სამართლებრივი დავის გზა, მათი აზრით ერთადერთი საშუალებაა, კომპანიისგან ფული მიიღონ, რისი მიღწევაც ჩვეულებრივი სასამართლო დავის გზით შეუძლებელი იქნება.

დავის საგანი Gem Fest-ის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხაა, რომლის ოდენობასაც Eventer.ge-ში არ აკონკრეტებენ. ფული კომპანიისთვის Gem Fest-ის ადმინისტრაციას უნდა დაებრუნებინა.

შეგახსენებთ, რომ Eventer.ge "ჯემ ფესტისთვის" ბილეთების რეალიზაციას ახდენდა, შემოსულ თანხებს კი ფესტივალის ორგანიზატორი კომპანიის ანგარიშზე რიცხავა. ფესტივალი ჩაიშალა, ბილეთების მფლობელების ნაწილს კი თანხები უკან არ დაბრუნებიათ, მათ შორის, არცერთი ბილეთის საფასური არ დაბრუნებიათ იმ პირებს, ვინც ბილეთები Eventer-ის საშუალებით შეიძინა.