მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EUGBC: ყურადღებით ვადევნებთ თვალს TBC-ის საქმეს

5c409b61add2b
BM.GE
17.01.19 19:40
713
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს(EUGBC) გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, რომ TBC ბანკმა საქართველოს საბანკო სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ჭუმბურიძე აღნიშნავს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო TBC-ბანკის შესახებ მიმდინარე პროცესებს ყურადღებით ადევნებს თვალს.

“ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო“ (EUGBC) გულისყურით ადევნებს თვალს TBC - თიბისი ბანკთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. ჯერ კიდევ 2006 წელს, ბრიუსელში „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ დაფუძნების დღიდან, „თიბისი“ ბანკი არის ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი და ამ წლების განმავლობაში ჩვენ კარგად დავინახეთ, თუ რა დიდი როლი ითამაშა აღნიშნულმა კომპანიამ ქართული საბანკო სექტორის განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საბანკო სექტორმა ჩვენს ქვეყანაში განვითარების მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებას. შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ გამოძიება გამჭირვალედ და ჯეროვნად ჩატარდება და ჩვენ გვექნება საშუალება ინფორმირებულნი ვიყოთ ამ პროცესის შესახებ,”- წერია ორგანიზაციის განცხადებაში.