მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EUGBC, უზენაეს სასამართლოსთან ერთად, დასრულებულ ბიზნეს დავებზე დასკვნებს მოამზადებს

5c79673d7ea7e
თამუნა ქემერტელიძე
02.03.19 11:10
895
EUGBC უზენაეს სასამართლოსთან ერთად დასრულებულ ბიზნეს დავებზე დასკვნებს მოამზადებს, - ამის შესახებ bm.ge-ს ინფორმაცია "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ" მიაწოდა.

მათი თქმით, ბიზნეს დავების უმეტესი წილი უსაფუძვლოდ გაჭიანურდა, რაც ბიზნესს როგორც მენტალურ, ასევე ფინანსურ ზიანს აყენებს.

"ხშირია შემთხვევები, როდესაც სასამართლო პროცესის დასრულებისას კომპანია უკვე გაკოტრებულია და აღარ ფუნქციონირებს. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, ამ საკითხის უფრო დეტალურად შესწავლისთვის ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ ჩამოაყალიბა მონიტორინგის მისია, რომელიც უზენაეს სასამართლოსთან ერთად დააკვირდება და ერთგვარ დასკვნას დადებს დასრულებული ბიზნეს დავების საკითხებზე", - აცხადებენ EUGBC -ში.

მათივე თქმით, საბჭო დასკვნებისა და მონიტორინგის შედეგების გასაჯაროვების გეგმას ბიზნეს ასოციაციებსა და მთავრობას მიაწვდის.