მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-სა და იაპონიას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება წლის დასაწყისში ამოქმედდება

5c13cba81920e
ლევან თაღიაშვილი
15.12.18 11:00
850
Reuters წერს, რომ ევროკავშირისა და იაპონიის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2019 წლის დასაწყისში ამოქმედდება.

შეთანხმება მსოფლიოში უმსხვილეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას წარმოადგენს, რომელსაც ხელი ორივე მხარემ ხელი 2017 წლის 8 დეკემბერს მოაწერა.

ევროპარლამენტის დეპუტატების 70%-მა შეთანხმებას მხარი დაუჭირა, რითიც დაახლოებით, მსოფლიო მშპ-ის მესამედი დაუკავშირა ერთმანეთს.

ევროკავშირის ვაჭრობის კომისარი სესილია მალმსტორმი აცხადებს, რომ შეთანხმება ევროპულ კომპანიებს და ფერმერებს დიდი სარგებელს მოუტანს.

იაპონიის პარლამენტმა შეთანხმების რატიფიკაციას უკვე უყარა კენჭი.