მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU მოქალაქეებს ბრიტანეთში დასარჩენად შესავსებ დოკუმენტაციაში £65-ის გადახდა აღარ მოუწევთ

5c45ff274973b
BM.GE
21.01.19 21:18
652
ტერეზა მეიმ დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის რეზიდენტის სტატუსის მიღებისთვის £65-იანი საკომისიოს გადახდა აღარ იქნება საჭირო.

დღესვე მეიმ განაცხადა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ხელახალი რეფერნდუმის დანიშვნას ეწინააღმდეგება.

ასეთი საკომისიოს დაწესებას საორგანიზაციო ჯგუფი - “3 მილიონი” ეწინააღმდგებოდა. დიდ ბრიტანეთში სწორედ ამდენი ევროკავშირის მოქალაქე ცხოვრობს.

რეზიდენტის სტატუსის გამარტივებულად მიღების მიზნით, ბრიტანეთმა მობილური აპლიკაციაც შექმნა, რომლის მეშვეობითაც უცხოეთის მოქალაქეებს საკუთარი პასპორტის, დამადასტურებელი დოკუმენტაციებისა და სოციალური დაზღვევის ნომრის წარდგენა შეუძლიათ.

იურიდიულად დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 30 მარტს დატოვებს. 15 იანვარს ტერეზა მეის მთავრობის მიერ მომზადებული პროექტი პარლამენტმა ჩააგდო. დოკუმენტს Brexit-ის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც აპროტესტებენ. “მკაცრი ბრექსიტის” მომხრეები მიიჩნევენ, რომ მეის მთავრობის მიერ ბრიუსელთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ევროკავშირს დიდ ბრიტანეთზე კვლავ მნიშვნელოვანი გავლენა რჩება.

ტერეზა მეის გადაწყვეტილებას საკომისიოების გაუქმებაზე ოპოზიცია მიესალმება.