მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ET CETERA" ახალ ალკოჰოლურ სასმელს ამატებს

5b38fd306afae
ანუკა ჯოხაძე
01.07.18 20:58
1340
სექტემბრიდან ქართული ღვინის კომპანია “ET CETERA” ახალი ალკოჰოლური სასმლის დამატებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მარი ლაგვილავამ განაცხადა. როგორც ლაგვილავა ამბობს, სამომავლო გეგმებში საქართველოს ისეთი რეგიონების ათვისებაა, როგორიცაა ბორჯომი და სვანეთი. ამასთან, სულ მალე კომპანიის ვებგვერდიც ჩაეშვება, რომელიც მორგებული იქნება როგორც ტურისტებზე, ისე ადგილობრივ მოსახლეობაზე. ტურისტები ვებგვერდზე შეძლებენ გაეცნონ ინფორმაციას როგორც ღვინის სხვადასხვა სახეობების, ასევე ამა თუ იმ რეგიონის თავისებურებების შესახებაც.

სულ ცოტა ხნის წინ “ET CETERA” ყაზბეგში “vino ground”-ის ახლად გასხნილ ფილიალში გამოჩნდა. ხოლო რაც შეეხება თბილისს, კომპანიის მიერ წარმოებული 7 სახეობის ღვინოს, ამ ეტაპზე ის იყიდება "vino ground"-ში,"vinomania"-ში, "დივინოში", "დიონისეში","8000 მოსავალსა" და ა.შ.

“ამჟამად ალკოჰოლური სასმელი მხოლოდ ღვინო გვაქვს და ვაპირებთ კიდევ სხვა ალკოჰოლური საშუალების დამატებასაც, ეს იქნება უკვე სექტემბერში. ასევე ვაპირებთ ისეთ რეგიონებში გასვლას, როგორიცაა ბორჯომი და სვანეთი. კეთდება ჩვენი ვებგვერდიც, რომელიც არა მარტო წარმოებული ღვინოების შესახებ მიაწვდის მომხამრებლებს ინფორმაცის, არამედ იმ რეგიონსაც გააცნობს, რომლის მონახულებაც ტურისტს შეუძლია.”-აცხადებს “ET CETERA”-ს თანადამფუძნებელი მარი ლაგვილავა.