მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესტონეთსა და ფინეთს შორის წყალქვეშა სარკინიგზო გვირაბი აშენდება

568f8c223e196
BM.GE
08.01.16 14:11
2988
ესტონეთსა და ფინეთს შორის წყალქვეშა სარკინიგზო გვირაბი აშენდება. ტალინში 5 იანვარს ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, გვირაბი ერთმანეთთან ჰელსინკსა და ტალინს დააკავშირებს. წყალქვეშა გვირაბი ორ ქალაქს შორის გადადგილების დროს 30 წუთამდე შეამცირებს. წყალქვეშა გვირაბის სიგრძე 50 კილომეტრი იქნება, რითაც ის მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა სარკინიგზო გვირაბი გახდება. გვირაბის გახსნა 2030 წლის შემდეგ იგეგმება და მისი ღირებულება 9-13 მილიარდი ევრო იქნება.
 
"ჰელსინკში დღეს ათასობით ესტონელია დასაქმებული. იმისთვის, რომ ორმა ქვეყანამ სრულად გამოიყენოს ეკონომიკური შესაძლებლობები საჭიროა სატრანსპორტო ხაზის განვითარება", - განაცხადა მემორანდუმის ხელმოწერისას ჰელსინკის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.