31.იანვარი.2016 16:00
ეკონომიკა

ესტონეთის ელჩი: რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს საინვესტიციო გარემო ყველაზე მომხიბვლელია

ესტონეთის ელჩი: რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს საინვესტიციო გარემო ყველაზე მომხიბვლელია
ინტერვიუ ესტონეთის ელჩთან საქართველოში, პრიტ ტურკთან.
 
- მნიშვნელოვანი და საინტერესოა თქვენი შეფასება საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ, თქვენი აზრით ამ მიმართულებით საქართველო სწორად ვითარდება?

- რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს საინვესტიციო გარემო ყველაზე მომხიბვლელი და განვითარებადია. ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება, ზოგადად ესტონეთის მხრიდან დაინტერესება აშკარად მზარდია. დროთა განმავლობაში უფრო მეტი და მეტი ინვესტორი კითხულობს საქართველოს შესახებ და გამოთვამს სურვილს აქ ბიზნეს საქმიანობის დაწყების. რასაკვირველია საინვესტიციო პოტენციალის გაუმჯობესებაში DCFTA -ს როლი ძალიან დიდია. უპირველეს ყოვლისა ამით გაიზარდა თქვენი ქვეყნის ცნობადობა ევროპაში და არა მხოლოდ. თქვენი მთავრობა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბევრ რამეს აკეთებს, ამასთანავე აუცილებლად უნდა ვახსენო მთავრობის მიერ წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს აზიასთან დაახლოების თავლსაზრისითაც, ამის დასტურია ამრეშუმის გზის ფორუმიც. ევროპისა და აზიის დაკავშირება თქვენთვის ძალიან დიდ შესაძლებლობებს გააჩენს, ამით ერთმნიშვნელოვნად გაიზრდება ინტერესიც და მაშასადამე ინვესტიციებიც.

- რომელ სექტორებს გამოყოფდით? სად ხედავთ ყველაზე დიდ პოტენციალს?

- ჰიდროენერგეტიკა არის ერთერთი ყველაზე გამორჩეული სექტორი დადაც ესტონეთი და საქართველოს წარმატებით თანამშრომლობენ, ასევე ესტონელი ინვესტორების დაინტერესების სფეროებია უძრავი ქონება, მომსახურება, ლოგისტიკა და კომპიუტერული ტექნოლოგიება.

 - როგორია ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ესტონეთსა და საქართველოს შორის?

- სამწუხაროდ სავაჭრო ურთიერთობები ჩვენ ორ ქვეყანას შორის არ არის ისეთი კარგი როგორიც გვსურს რომ იყოს. რასაკვირველია გვაქვს ნაყოფიერი ურთიერთობა სოფლის მეურნეობის სფეროში როგორიცაა ბორჯომისა და ღვინის იმპორტი ი საქართველოდან და მანქანა დანადგარების ექსპორტი ესტონეთიდან. ისევ გავმეორდები, რომ ამ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებას ხელს შეუწყობს DCFTA . ჩვენი პრემიერ მინისტრი უკვე იმყოფებოდა საქართველოშ ბიზნეს დელეგაციასთნ ერთად და ასევე ახლო მომავალში დაგეგმილია თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ესტონეთში, ასე რომ ჩვენ ველოდებით ამ ურთიერთობების გაუმჯობესებას და განვითარებას.

- როგორ შეაფასებთ საქართველოს საშინაო პოლიტიკას?

- მე დიპლომატი ვარ შესაბამისად ჩემი მხრიდან საშიანო პოლიტიკის შეფასება არ იქნება სწორი, თუმა ერთი შემიძლია გითხრათ: ამ 3 წლიანი პერიოდის განმავლობაში, რაც მე საქართველოში ვიმყოფები, აშკარაა რომ პოლიტიკური პლურალიზმი გაიზარდა და ეს ძალიან დადებითი ფაქტია. მნიშვნელოვანია ის რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში მაღალ დონეზეა. აუცილებლად უნდა ვახსენო მედიის თავისუფლების ფაქტორიც. წელს, როდესაც საარჩევნო წელია, თქვენ აუცილებლად უნდა შეინარჩონუთ ეს პლურალიზმი. სიტყვის თავისუფლების ნათელი მაგალითია თუნდაც წინა არჩვნები და მე დარწმუნებული ვარ რომ ამ თავლსაზრისით საქართველო კიდევ უფრო დაიხვეწება. რადმენიმე სიტყვით შევაფასებ თქვენ საგარო პოლიტიკასაც. ჩემი აზრით ხელისუფლება საკმაოდ სწორ ნაბიჯებს დგამს როგორც ევროპასთან ისე აზიასთან მჭირდრო ურთიერთობის დამყარების თვალსაზრისით. ჩვენი გამოცდილებაც აჩვენებს რომ ევროინტეგრაცია არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, არამედ ეს არის ეროვნული პრიორიტეტი. ეს არ შეეხება მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეს შეეხება ყველას.
ავტორი: ელენე ჩომახიძე



19.ნოემბერი.2018 13:03
27

მაჭავარიანი ვალების ჩამოწერაზე: თანხას სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი "ქართუ"

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 12:46
160

"კითხვა ჩნდება, - ეს ფული რომ ეკონომიკაში ჩაბრუნდება, ლარზე როგორ აისახება?"

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 12:37
102

"მცირე მოცულობის ისეთ სესხებზეა საუბარი რომლის რესტრუქტურიზაციას ბანკები ისედაც აკეთებდნენ"

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 12:15
66

საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 10:58
66

იანვარ-ოქტომბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20.5%-ით გაიზარდა

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 09:35
259

ქვეყნები, საიდანაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ყველაზე ხშირად ხდება

ვრცლად