21.იანვარი.2016 15:33
ეკონომიკა

ესტონეთის ელჩი: მოგების გადასახადის გაუქმება ამარტივებს ბიზნესის კეთებას

ესტონეთის ელჩი: მოგების გადასახადის გაუქმება ამარტივებს ბიზნესის კეთებას
ესტონეთის ელჩი პრიტ ტურკი, მიესალმება საქართველოში მოგების გადასახადის ესტონური მოდელის შემოღებას, პირველ რიგში იმიტომ რომ ეს საქართველოს მოუტანს მეტ დაინტერესებას და ინვესტიციებს უცხოეთიდან და ამავდროულად გაზრდის ადგილობრივ წარმოებას. რაც შეეხება აღნიშნული ცვლილების ადმინისტრირებას , ელჩი ამაში პრობლემას ვერ ხედავს და აშნიშნავს რომ ჩვენი ხელისუფლება ესტონურ მხარესთან უკვე დიდი ხანია გადის კონსულტაციებს ამ ცლილების შედეგიანად და ეფექტურად განხორციელებისთვის.
 
"ქართული ბაზარი ძალიან პატარაა, შესაბამისად თქვენთვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო რთულია. მოგების გადასახადის ლიბერალიზაცია ესტონური მოდელის მიხედვით არამარტო ადგილობრივი ინვესტორების, არამედ პირველ რიგში უცხოელი ინვესტორების დაინტერესებასაც გამოიწვევს“ - ასე აფასებს ესტონეთის ელჩი საქართველოსთვის მოგების გადასახადის გაუქმების ინიციატივის მნიშვნელობას.

"ესტონეთში მოგების გადასახადი 2000 წელს გაუქმდა. ხელისუფლება ამისათვის დიდი ხანი ემზადებოდა და გარკვეული დროც დასჭირდა რომ ამ მოდელს სრულყოფილი სახე მიეღო. თავდაპირველად რასაკვირველია საჭირო იყო პოლიტიკური ნება. ერთი მხრივ ეს ცვლილება იყო დიდი იმედისმომცემი ბიზნესისთის , თუმცა მეორე მხრივ ეს იყო გამოწვევა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის . საწყის ეტაპზე სახელმწიფო შემოსავლებმა მნიშვნელოვნად იკლო, მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში მალე დასტაბილურდა და მეტიც, ცვლილებამ გაზრდილი შემოსავლები მოუტანა ბიუჯეტს, შესაბამისად ჩვენი გამოცდილება მოგების გადასახადის გაუქმების თვალსაზრისით საკმაოდ პოზიტიურია".

კონკრეტულად რა ზომები მიიღო ესტონეთის ხელისუფლებამ იქამდე, ვიდრე მოგების გადასახადს გააუქმებდა და ვისი აზრი იყო ესტონეთის შემთხვევაში მნიშვნელოვანი კანონის ამოქმედებამდე ? - პრიტ ტურკი "ბიზნესკონტაქტთან" ამბობს, რომ ცვლილების განხორციელებამდე ქვეყნის ხელისუფლებამ, ბიზნესსექტორთან კონსულტაციები გაიარა.

"ესტონური საგადასახადო სისტემა, ისევე როგორც ქართული, არის ძალიან მარტივი და გამჭვირვალე. პროცესი არ იყო რთული. ის რეინვესტირების შემთვევაში კომპანიებისთის მოგების გადასახადის გაუქმებას გულისხმობს. თავისთავად კანონის ამოქმედებამდე საჭირო იყო გარკვეული ზომების მიღება, პირველ რიგში მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო თუ რას ფიქრობდა აღნშნულ ცვილებაზე ბიზნეს სექტორი. ჩვენ მათთან კონსულტაციები გავიარეთ და კანონპროექტზე განმარტებებიც გავაკეთეთ. საქართველოს შემთვევაშიც ეს პროცესი ვფიქრობ მარტივი უნდა იყოს, ზოგადად თქვენი საგადამხდელო სისტემა ისედაც ძალიან მარტივია.

ეს მოდელი განსაკუთრებით ხელსაყრელია პატარა ქვეყნებისთვის, ის არამარტო ადგილობრივი, არამედ უცხოელი ბიზნესმენებისთისაც ძალიან მიმზიდველი რეგულაციაა. მოგების გადასახადის გაუქმება უფრო ამარტივებს ბიზნესის კეთების პროცესს და პირველ რიგში, უფრო საინტერესოს ხდის ამა თუ იმ ქვეყანას უცხოელი ინვესტორისთვის".

ესტონეთის ელჩმა "ბიზნესკონტაქტთან" საუბარში არართხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ამა თუ იმ რეგულაციების მიმღებლობას კერძო სექტორისა თუ საზოგადოების მხრიდან ისიც განსაზღვრავს, თუ რა ვადებში აქვთ ცვლილებების მოლოდინი - გრძელვადიან თუ მოკლევადიან პერსპექტივაში ? პრიტ ტურკი ესტონურ გამოცდილებაზეც გვესაუბრა.

"ამ ცვლილებით ესტონეთი გახდა ნომერ პირველი ქვეყანა საგადამხდელო სისტემის სიმარტივით და ეს დღესაც ასეა. მოქნილი და გამარტივებული საგადამხდელო სისტემის მეშვეობით ესტონეთმა არაერთი უცხოური ინვესტიაცია მოიზიდა. კიდევ გავიმეორებ, რომ აღნიშნული ვცლილება საწყის ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მოიტანს დიდ მოგებას სახელმწიფო შემოსავლების თვალსაზრისით".
ავტორი: ელენე ჩომახიძე



20.ივლისი.2018 15:32
200

რა უჯდება სახელმწიფოს მაჟორიტარის ბიუროების შენახვა?

ვრცლად
20.ივლისი.2018 15:08
494

პროკურატურა ქუმსიშვილისა და ალავიძის გამოკითხვაზე განცხადებას აკეთებს

ვრცლად
20.ივლისი.2018 14:38
136

რეგულაციის გამო ტექნიკის ფასი, შესაძლოა, გაიზარდოს

ვრცლად
20.ივლისი.2018 14:10
99

რა ოდენობის ელექტრონული ნარჩენი წარმოიქმნება საქართველოში?

ვრცლად
20.ივლისი.2018 13:28
132

ღვინის ეროვნული სააგენტო „როსპოტრებნადზორის“ განცხადებას პასუხობს

ვრცლად
20.ივლისი.2018 12:00
176

"როსპოტრებნადზორი" ქართულ ალკოჰოლურ სასმელებზე კონტროლს ამკაცრებს

ვრცლად