05.მაისი.2016 11:15
ბიზნესი

ესპანური კომპანია მეცნიერული კვლევის მიზნით ქართული ჯიშის ღორების შესყიდვას გეგმავს

ესპანური კომპანია მეცნიერული კვლევის მიზნით ქართული ჯიშის ღორების შესყიდვას გეგმავს
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჰამონის მწარმოებელი, ცნობილი ესპანური კომპანია DERAZA IBERICO-ს ოფიციალური დელეგაცია მიიღო. კომპანია DERAZA IBERICO ესპანეთში იბერიკოს ჯიშის ღორების ფერმებს ფლობს და ხორცპროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ესპანური კომპანია საქართველოში კახური ღორის ჯიშებით და საერთაშორისო ბაზრებზე მათი კომერციალიზაციით არის დაინტერესებული.
 
DERAZA IBERICO-ს დელეგაციას კომპანიის დამფუძნებელი რეხინო დიაზ დელ რიოსა ხელმძღვანელობს. კომპანიის წარმომადგენლები საპარტნიორო ფონდს კონკრეტული საინვესტიციო წინადადებებით ესტუმრნენ. რეხინო დიაზ დელ რიოსა ქართული ღორის ჯიშების მოძიებას და ხორცპროდუქტების წარმოებაში ინვესტირებას გეგმავს.

 
ესპანური კომპანიის DERAZA IBERICO-ს დელეგაციის წევრები ქვეყნის რეგიონებში ვიზიტს, ფერმერებთან შეხვედრებსა და მეცნიერული კვლევის მიზნით ცნობილი ქართული ჯიშის ღორების შესყიდვას გეგმავენ.

საქართველოში DERAZA IBERICO-ს დელეგაციის ვიზიტი საპარტნიორო ფონდის მიერ ესპანეთში გამართული საქმიანი შეხვედრების დროს დაიგეგმა, რომელიც 13-18 აპრილს შედგა. ესპნური კომპანია DERAZA IBERICO-ს დამფუძნებელს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი ესპანეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ. ფონდის წარმომადგენლებმა ცნობილი ესპანური ჰამონის მწარმოებელი კომპანია DERAZA IBERICO მოინახულეს და საწარმოო პროცესი დაათვალიერეს.



16.თებერვალი.2019 11:20
1717

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:20
124

გიორგი ქობულია: აუცილებელია ბიზნესს კადრების გადამზადებაში დავეხმაროთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:00
2200

სახელმწიფო 50 000-2000 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 16:55
113

გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 15:05
963

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

ვრცლად
15.თებერვალი.2019 14:26
839

რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება

ვრცლად