მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთის მაღაზიებში ტანსაცმლის გასინჯვა ფასიანი ხდება

5baa3797d23b4
მარიამ ადამია
25.09.18 17:24
849
ესპანეთში, მაღაზიები მომხმარებლებს ტანსაცმლის მოზომვაში ფულს გამოართმევენ – ამის შესახებ გამოცემა Fashion United იუწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღეს, რაც მომხმარებლებმა სპეციალურად დაიწყეს მაღაზიებში სიარული ტანსაცმლის მოსასინჯად, შემდეგ კი, მას ინტერნეტის მეშვეობით ყიდულობდნენ. ამ ფაქტმა მაღაზიებში გაყიდვების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. ექპერტები გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი მცირე ბიზნესს, მსხვილი ონლაინ–კორპორაციებისგან დაიცავს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი თუ როდის შევა გადაწყვეტილება ძალაში, თუმცა ესპანეთის ხელისუფლება მხარს უჭერს მას და იმედოვნებს, რომ სიახლე დაეხმარება ტანსაცმლის მაღაზიებს გაყიდვების გაზრდაში.