მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესკო: ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტი 31%-ით გაიზარდა

5bf56d917ef6c
BM.GE
21.11.18 19:00
701
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორის მონაცემებით, 2018 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 47%-ით გაიზარდა და 0,207 მლნ კვტ.სთ შეადგინა.

რაც შეეხება იმპორტს, საანგარიშო პერიოდში ეს მაჩვენებელი 31%-ით, 229.513 მლნ კვტ.სთ-მდე გაიზარდა და ოქტომბერში ელექტროენერგიის მოხმარების ერთ მეოთხედზე მეტი შეადგინა. გასულ თვეს ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში თურქეთიდან (27.911 მლნ კვტ.სთ) და აზერბაიჯანიდან 201.602 (მლნ კვტ.სთ) განხორციელდა.