მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში ჟოლოს ბაღი გაშენდა

5adaebd64b563
BM.GE
21.04.18 11:42
1230
"ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, ციური დათაშვილმა 1ჰა. მიწის ფართობზე ჟოლოს ახალი ბაღი გააშენა. ხეხილის ბაღი ასპინძის რაიონის სოფელ ხიზაბავრაში მდებარეობს. პროექტის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა, მარიამ მეკოშკიშვილმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად,პროგრამის ბენეფიციარის ჟოლოს ბაღი დაათვალიერა.

ბენეფიციარი პროგრამაში 2017 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 9,509.37 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 7,035.00 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 2,474.37 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია, ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 4,709 ჰექტარზე და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 24,684,617 ლარს შეადგენს. აქედან, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 20 ჰა მიწის ფართობზე ჯამურმა თანადაფინანსებამ 108,465.96 ლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.