მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ წელში სკოლებში 83 000-ზე მეტი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევა დაფიქსირდა

5b4dc3dac902e
მეგი კავთუაშვილი
17.07.18 14:23
654
2017-2018 სასწავლო წელს მანდატურის სამსახურმა სკოლებში 83 ათასზე მეტი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევა დააფიქსირა. როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, დარღვევებს შორის არის მოსწავლეებს შორის მომხდარი კონფლიქტისა და სკოლაში სახიფათო ნივთების ტარების შემთხვევები.

მანდატური სულ 458 სკოლას ჰყავს და მათი რაოდენობა 1 300-ს შეადგენს. ოფიციალური მონაცემებით, რაც BM.GE-მ გამოითხოვა, მათ მიერ აღრიცხულია 80 066 შემთხვევა.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებისთვის, განათლების სამინისტრო მანდატურის სამსახურის რეფორმას ახორციელებს.