მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოსახლეობას მოუწოდებს, სავალუტო ჯიხურებში ვალუტის გადაცვლის დროს სიფრთხილე გამოიჩინონ

5923d5cc59e45
ელენე გოგბერაშვილი
23.05.17 10:21
1983
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მოსახლეობას მოუწოდებს, სავალუტო ჯიხურებში ვალუტის გადაცვლის დროს სიფრთხილე გამოიჩინონ.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა სავალუტო ჯიხურებში დარღვევები განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე აქტიურდება, ამიტომ მოსახლეობამ უნდა იაქტიუროს და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სებ-ის ცხელ ხაზს დაუკავშირდეს.

"შემოწმებას ამ მიმართულებით გავაგრძელებთ, არ მინდა, რომ ამას სეზონური ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ უნდა ვთქვათ მაინც, რომ როდესაც ტურისტული სეზონი აქტიურდება, მაშინ აქტიურდება ხოლმე ეს დარღვევები, რომელსაც სამწუხაროდ ვალუტის გამცვლელ კურსებში აქვს ადგილი და ამაზე ხშირად მოგვმართავენ სებ-ის ცხელ ხაზზე. დარღვევევბი იყო სხვადასხვა ხასიათის, არსებობს ვალუტის გაცვლის კურსის წესები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილონ. არსებობს ასევე ფულის გათეთრების წინააღმდეგ არსებული წესები და კანონის მოთხოვნები, რომელიც უნდა გაითვალისწინონ. ზუსტად ამ წესების შესაბამისობასთან მოხდა შემოწმება და აქედან გამომდინარე მოხდა სანქციების დაწესება. ამ მხრივ მუშაობას გავაგრძელებთ, მაგრამ ძალიან მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ მათაც გამოიჩინონ სიფრთხილე და ყურადღებით შეეხედონ იმას, თუ რა ტრანზაქციას აკეთებენ. ამავე დროს, თუ რაიმე დარღვევას ნახავენ, აუცილებლად შეგვატყობინონ სებ-ის ცხელ ხაზზე",- განაცხადა კობა გვენეტაძემ.