მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მომხმარებელს მიმართავს

5997e0a4b771a
BM.GE
19.08.17 11:30
2611
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მომხმარებლების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ძალაში შესულ ცვლილებებზე წერს და მომხმარებელს მოუწოდებს, რაც შეიძლება დეტალურად გაეცნონ ახალ წესებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ახალი წესების დეტალურად გაცნობა მომხმარებელს თავიდან აარიდებს პრობლემებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მომხმარებელთა უფლებების დაცვაა. ბოლო პერიოდში არაერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით. 2017 წლის 1 ივნისიდან საფინანსო სექტორის მომხმარებლებისთვის ახალი წესები ამოქმედდა. აღნიშნული რეგულაციების გათვალისწინებით მომხმარებელს საშუალება აქვს მოითხოვოს და მიიღოს ხელშეკრულების ნიმუში ხელმოწერამდე; თავდებმა და/ან სოლიდარულმა მოვალემ მიიღოს საკრედიტო ხელშეკრულების ასლი; უფასოდ მიიღოს ინფორმაცია ერთ-ერთი დისტანციური არხით; გარკვეულ შემთხვევებში წინსწრებით უფასოდ დაფაროს სესხი და სხვა მრავალი წესი, რომელიც მორგებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე.

ჩემი თხოვნა და რჩევაა, რომ დეტალურად გაეცნოთ ახალ წესებს, რათა თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი პრობლემები და უკეთ იცოდეთ თქვენი უფლებები: 

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3500606

აქვე მსურს აღვნიშნო, რომ თუკი ფინანსურ ორგანიზაციასთან პრობლემა შეგექმნათ, შეგიძლიათ თქვენი პრეტენზია დააფიქსიროთ ზეპირად, წერილობით ან ელექტრონულად. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწეროთ cp@nbg.gov.ge”,- წერს კობა გვენეტაძე.