მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი სესხის გამცემი სუბიექტების რეგულირებასთან დაკავშირებულ პროექტს აქვეყნებს

5ba25b8de1755
BM.GE
19.09.18 18:21
904
საქართველოს ეროვნული ბანკი „სესხის გამცემი სუბიექტების საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის" პროექტს აქვეყნებს. სესხის გამცემი სუბიექტების რეგულირების მიზანია ფინანსური სტაბილურობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. როგორც სებ-ში განმარტავენ, მარეგულირებელმა აქტმა ხელი უნდა შეუწყოს მომხმარებლისათვის შეთავაზებული მომსახურების ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებას.

„აღნიშნული აქტი განსაზღვრავს სესხის გამცემი სუბიექტებისათვის ნებადართული საქმიანობის ჩამონათვალს, სარეგისტრაციო მოთხოვნებს, ადმინისტრატორთა/მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა შესაფერისობის კრიტერიუმებსა და სხვა ნორმებს. პროექტში ასევე განსაზღვრულია სესხის გამცემი სუბიექტების ვალდებულებები და საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები სესხის გამცემი სუბიექტების ზედამხედველობის კუთხით.

სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება ეროვნული ბანკს, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებით მიენიჭა, რომელიც პარლამენტმა 2017 წლის ბოლოს დაამტკიცა და 2018 წლის 11 იანვარს შევიდა ძალაში. ამავე ცვლილებით საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა 2018 წლის 1 ოქტომბრამდე გამოსცეს სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტი და2019 წლის 1 იანვრიდან განახორციელოს სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობის ზედამხედველობა.

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორის ზედამხედველობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, აქვეყნებს სესხის გამცემი სუბიექტების საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის პროექტს”, - განმარტავენ სებ-ში.

პროექტის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე - სამართლებრივი აქტების პროექტები.