მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იყიდება უძრავი ქონება “თეთრ კვადრატში”? - დეტალებით შორენა დარჩიაშვილი საქმიან დილაში

BM.GE
04.09.20 10:09
785
იპოთეკური სესხების სუბსიდიების პროექტში აგვისტოს შუა რიცხვებისთვის, 100 მილიონამდე ღირებულების სესხი იყო მოხვედრილი სუბსიდიის პროცესში, საუბარია 1 000-მდე სესხზე, საიდანაც დაახლოებით, 25%-მდეა ის რომელმაც ისარგებლა სუბსიდირებითაც და საკრედიტო-საგარანტიო ფონდითაც. რომელ კომპანიას ირჩევს მომხმარებელი ეს უკვე მისი გემოვნების და შესაძლებლობების მიხედვით განისაზღვრება და ზუსტი სიის მოპოვება, რომელ კომპანიებს რამდენი მომხმარებელი ირჩევს ფაქტობრივად შეუძლებელია. გაყიდვების სტატისტიკა მითუმეტეს მიმდიანრე პროექტებზე ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა ტენდენციის დანახვა უფრო ღია და მეგობრული კომპანიების მხრიდან ბიემჯისთვის მაინც შესაძლებელია. და ფაქტია ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როცა ყველაფერი გაჩერდა მაშინაც კი ემ კუბის პროექტის მიმართ ინტერესი გასაკვირად მაღალი იყო და გაყიდვები სუფსიდიის ძალაში შესვლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.