მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტარტაპერების გამოწვევები საქართველოში და მთავრობის გეგმის შეფასება

BM.GE
07.02.19 09:34
1057
ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, მთავრობა USAID-თან ერთად ინოვაციების შესახებ სტრატეგიაზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც სტარტაპებისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღებასაც განიხილავენ. გარდა ამისა, მთავრობა აპირებს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო ექსპერტები დაიქირაოს, რომელიც ქვეყანას დარგში ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება. ასეთი მეთოდით დიდ წარმოებას მიაღწია ირლანდიამ.

ირლანდია ფართობით საქართველოს ტოლია, საშუალო სტატისტიკური ირლანდიელის შემოსავალი კი, საქართველოს მოქალაქის შემოსავალს დაახლოებით 7-ჯერ აღემატება. ქვეყნის ეკონომიკა 2018 წელს 4.7%-ით გაიზარდა და ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა ბიზნესის დაწყების თვალსაზრისით. ექსპერტები ირლანდიის ამ წარმატებას ტექნოლოგიებისა და სტარტაპერების წინ წამოწევას უკავშირებენ, ამ მიმართულების გაძლიერებას კი ირლანდიის მსგავსად, საქართველოს მთავრობაც გეგმავს.

სტუმარი: სანდრო ასათიანი - “ჯეოლაბის” დამფუძნებელი