09.მარტი.2016 17:39
საფინანსო სექტორი

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2016 წლის 9 მარტს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.
 
მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა დადებითად აისახება ინფლაციური მოლოდინების ეტაპობრივ შემცირებაზე. პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ 2016 წლის პირველი კვარტალის შემდგომ ინფლაცია შემცირდება, თუმცა კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იქნება.

"თებერვალში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 5.6 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის ზრდის განმსაზღვრელი კვლავ მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებია. კერძოდ, აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული უცხოური ვალუტით სესხების მომსახურების ტვირთისა და იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა. ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა აქვს ასევე ერთჯერად ფაქტორებს, როგორიცაა ელექტროენერგიის გადასახადის მატება და თამბაქოს ნაწარმსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზური გადასახადის ზრდა. შემდგომი თვეების განმავლობაში აღნიშნული ფაქტორების განეიტრალების შემდეგ მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება. ამასთან, ინფლაციას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და მსოფლიო ბაზარზე გაიაფებული ნავთობისა და სურსათის ეფექტი ზღუდავს.

წინასწარი შეფასებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2016 წლის იანვარში 0.8% შეადგინა. საგარეო სექტორი კვლავ რჩება ეკონომიკური ზრდის ძირითად შემაფერხებელ ფაქტორად. რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება ნეგატიურად აისახება საქონლისა და მომსახურების ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე. ფულადი გზავნილების შემცირება და ლარი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მომსახურების ტვირთის ზრდა შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე მოქმედებს.

არსებული პროგნოზების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ არის და განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ტოვებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 27 აპრილს გაიმართება.



20.ივლისი.2018 16:03
28

"საბანკო სექტორთან მიმართებით რეფორმა აქამდეც უნდა განხორციელებულიყო"

ვრცლად
18.ივლისი.2018 15:00
367

"ფასიანი ქაღალდების ბაზარი მოსახლეობას კაზინო ჰგონია"

ვრცლად
18.ივლისი.2018 13:11
72

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

ვრცლად
18.ივლისი.2018 13:11
33

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

ვრცლად
18.ივლისი.2018 11:31
54

ივნისში ლარის კურსი დოლარის მიმართ 0.1%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ 1.3%-ით გამყარდა

ვრცლად
17.ივლისი.2018 20:00
85

"თუ ჩვენი მოსაზრებები არ იქნება გათვალისწინებული, ნეგატიური შედეგები გარდაუვალია"

ვრცლად