16.დეკემბერი.2015 18:13
საფინანსო სექტორი

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 50 საბაზისო პუნქტით, 8 პროცენტამდე ზრდის

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 50 საბაზისო პუნქტით, 8 პროცენტამდე ზრდის
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.
 
როგორც სებ-ში განმარტავენ, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დადებითად უნდა აისახოს ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე. "თუ სხვა დამატებითი შოკები არ გამოიკვეთა, პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება მომდევნო პერიოდში მოსალოდნელი არ არის. მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2016 წლის პირველ კვარტალში ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. მომდევნო პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივ კლებას დაიწყებს და 5 პროცენტიან მიზნობრივ ნიშნულამდე წლის მეორე ნახევარში შემცირდება.

ნოემბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 6.3% შეადგინა. ინფლაციის ზრდის განმსაზღვრელი კვლავ მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებია. კერძოდ, წარმოების შუალედური ხარჯების გაძვირება და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა. ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ასევე, ელექტროენერგიის გადასახადის ერთჯერად მატებას. ინფლაციის ზრდას ზღუდავს სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და მსოფლიო ბაზარზე გაიაფებული ნავთობისა და სურსათის ეფექტი.

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა პროგნოზირებულთან შესაბამისია. წინასწარი მონაცემებით, წლის პირველ 10 თვეში ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2.8% შეადგინა. საგარეო სექტორი კვლავ რჩება ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელ ფაქტორად. რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს საქონლისა და მომსახურების ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე. განვლილი პერიოდის მანძილზე ეკონომიკური ზრდა ძირითადად შიდა მოთხოვნით იყო განპირობებული, თუმცა ფულადი გზავნილების შემცირება და უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე ლარი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო მომსახურების ტვირთის ზრდა, მოთხოვნის შესუსტებაზე მოქმედებს.

პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო დისბალანსის აღმოფხვრის მხრივ. შემცირებული სავალუტო შემოდინებების ფონზე, გაცვლითი კურსის ცვლილებამ დააჩქარა იმპორტის კორექტირების პროცესი. ბოლო სამ თვეში იმპორტის წლიურმა კლებამ 18 პროცენტი შეადგინა (ერთჯერადი იმპორტის გათვალისწინების გარეშე). შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებული საგარეო შოკის ეფექტი კურსზე ამოწურულია. სხვა თანაბარ პირობებში, არსებული საგარეო შოკიდან კურსზე დამატებითი ზეწოლა მოსალოდნელი არ არის.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე, მასზე მოქმედ ფაქტორებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე და ზოგადად ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 3 თებერვალს გაიმართება.



22.ივნისი.2018 17:37
300

გიორგი პერტაია "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა

ვრცლად
22.ივნისი.2018 16:35
28

თიბისი ბანკმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკისგან 120 მლნ ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

ვრცლად
22.ივნისი.2018 16:28
209

სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

ვრცლად
22.ივნისი.2018 11:41
82

BSTDB-ს ობლიგაციები საფონდო ბირჟაზე განთავსდა

ვრცლად
21.ივნისი.2018 13:28
137

"ეთიკკაპიტალს" ლიცენზია გაუუქმდა

ვრცლად
21.ივნისი.2018 11:44
31

ეროვნული ბანკი "ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" ფინალისტად მეორედ დასახელდა

ვრცლად