14.თებერვალი.2018 12:28
ეკონომიკა

ეროვნული ბანკი ინფლაციას 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს პროგნოზირებს

ეროვნული ბანკი ინფლაციას 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს პროგნოზირებს
საქართველოს ეროვნული ბანკი მოელის, რომ 2018 წელს ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებლამდე შემცირდება. ბანკი გეგმავს მონეტარული პოლიტიკის ზომიერ შერბილებას საშუალოვადიან პერიოდში, - აღნიშნა ბანკის პრეზიდენტმა Reuters-თან საუბრისას.

2017 წელს წლიურმა ინფლაციამ 6.7 პროცენტი შეადგინა, რითაც ეროვნული ბანკის მიერ 2017 წლისთვის დადგენილ 4%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა. 2018 წლის იანვარში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 4.3 პროცენტამდე შემცირდა.

"ჩვენი პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი განაგრძობს შემცირებას მიმდინარე წლის განმავლობაში და საშუალოდ ინფლაცია ჩვენ 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ინტერვიუში.

მოსალოდნელია, რომ თებერვალში წლიური ინფლაცია იანვრის მაჩვენებელზე დაბალი იქნება, აღნიშნა მან, თუმცა სამომხმარებლო ფასები ცვალებადია.

"2016 წლის 2.8-პროცენტიანი ზრდის შემდეგ, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4.8 პროცენტით, ძირითადად ექსპორტისა და საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების მატების გამო. ზრდის ყველაზე მაღალი ტემპები დაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და უძრავი ქონების დარგებში.

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომლის ტერიტორიაზე გამავალ მილსადენებს გადააქვს კასპიის ნავთობი და გაზი ევროპაში, ეკონომიკური ზრდა შეფერხდა ექსპორტის კლებისა და ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეროვნული ვალუტების მკვეთრი გაუფასურების შედეგად. ახლა კი გაჯანსაღების პროცესები მიმდინარეობს.

ეროვნულმა ბანკმა დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთი 7 პროცენტიდან 7.25 პროცენტამდე გაზარდა, იანვარში კი უცვლელი დატოვა", - წერს გამოცემა.

გვენეტაძემ განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას „გარკვეული პერიოდის შემდეგ“ დაუბრუნდება.

"2019 წლის ბოლოსკენ - 2020 წლის დასაწყისში, რეფინანსირების განაკვეთი იქნება ნეიტრალურ მაჩვენებელთან ახლოს, რაც 5-6 პროცენტია. ჩვენ შეიძლება უფრო ადრეც - მიმდინარე წლის განმავლობაში - დაგვჭირდეს პოლიტიკის შერბილება, აღნიშნა მან.

გვენეტაძემ განაცხადა, რომ წელს ის მოელის ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემდგომ შემცირებას. 2016 წლის დაფიქსირებული 12.8 პროცენტის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 2017 წლის მესამე კვარტალში 2.9 პროცენტამდე შემცირდა.

„მე ვფიქრობ, რომ 2017 წლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებელი ერთნიშნა იქნება და ველი, რომ ის კიდევ უფრო გაუმჯობესდება 2018 წელს“, - თქვა მან.
მიმდინარე ეკონომიკური ინდიკატორები მიუთითებს რომ 2018 წელს „იქნება ეკონომიკის გასულ წელს დაწყებული გაჯანსაღების გაგრძელება“.

„ამ ადრეულ ეტაპზე, ჩვენი შეფასებით, 2018 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება 4.5 პროცენტთან ახლოს, რაც სოლიდური ზრდაა. სჯობს, კონსერვატულად მივუდგეთ სიტუაციის შეფასებას,“ - განაცხადა გვენეტაძემ.



22.თებერვალი.2019 11:29
108

“ევროკავშირი სიღრმისეულად აკვირდება ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს"

ვრცლად
22.თებერვალი.2019 11:20
538

TBC- ის აქციები 9.5%-ით გაიზარდა, რაც IPO-ს შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია

ვრცლად
22.თებერვალი.2019 11:00
265

3-ჯერ ჩაშლილი ტენდერი ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის

ვრცლად
22.თებერვალი.2019 10:41
1087

საქართველოში საერთაშორისო სასტუმროების ოპერატორი Kerten Hospitality შემოდის

ვრცლად
22.თებერვალი.2019 10:00
342

ტარიელ გვალია: ყველაზე კარგი არის, რომ თიბისი და ეროვნული ბანკი შეთანხმდნენ

ვრცლად
22.თებერვალი.2019 09:34
351

ტურიზმის ადმინისტრაცია კერძო სექტორთან კომუნიკაციის გააქტიურებას გეგმავს

ვრცლად