06.იანვარი.2016 18:37
საფინანსო სექტორი

ეროვნული ბანკი: არაკანონიერი იქნებოდა ჩვენი ბიუჯეტიდან ასეთი ხარჯის გაწევა

ეროვნული ბანკი: არაკანონიერი იქნებოდა ჩვენი ბიუჯეტიდან ასეთი ხარჯის გაწევა
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.
 
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2015 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, შესაძლო რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, შეაჩერა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს საქმიანობა და სააგენტოს აპარატის ფორმირება და ფუნქციონირება საკონსტიტუციო დავის დასრულებამდე. ამ პერიოდში კი საფინანსო სექტორზე ზედამხედველობის ფუნქცია ერთმნიშვნელოვნად ისევ ეროვნულ ბანკს დაეკისრა. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, საფინანსო სექტორის რეგულირებას კვლავ ეროვნული ბანკი ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს საბჭოს მიერ წარმოდგენილი საშტატო ნუსხის მიხედვით, ამჟამად ეროვნული ბანკის ფარგლებში საზედამხედველო ფუნქციაზე პასუხისმგებელ თანამშრომელთა ოდენობასთან შედარებით 67 ერთეულით იზრდება სააგენტოს აპარატის თანამშრომელთა რიცხვი, ხოლო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სააგენტოს, არსებულ ბიუჯეტთან შედარებით, ადმინისტრაციული ხარჯებისთვის 10 მილიონი ლარით მეტის დახარჯვა აქვს დაგეგმილი.

ეროვნული ბანკი ცალსახად აცხადებს, რომ არამიზნობრივი და არაკანონიერი იქნებოდა ჩვენი ბიუჯეტიდან ასეთი ხარჯის გაწევა, მით უფრო, რომ სააგენტო რეალურად არ ფუნქციონირებს და საფინანსო სფეროს ზედამხედველობის ფუნქციას კვლავ ეროვნული ბანკი ასრულებს“, - ნათქვამია განცხადებაში.



18.ივლისი.2018 15:00
349

"ფასიანი ქაღალდების ბაზარი მოსახლეობას კაზინო ჰგონია"

ვრცლად
18.ივლისი.2018 13:11
67

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

ვრცლად
18.ივლისი.2018 13:11
32

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

ვრცლად
18.ივლისი.2018 11:31
51

ივნისში ლარის კურსი დოლარის მიმართ 0.1%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ 1.3%-ით გამყარდა

ვრცლად
17.ივლისი.2018 20:00
84

"თუ ჩვენი მოსაზრებები არ იქნება გათვალისწინებული, ნეგატიური შედეგები გარდაუვალია"

ვრცლად
16.ივლისი.2018 20:20
122

"კაპიტალის ბაზრის განვითარებაში ინტერესთა კონფლიქტზე ვერაფერს გეტყვით"

ვრცლად