26.ნოემბერი.2015 16:48
ეკონომიკა

ერიკ ლივნი: კახეთში მცხოვრებლებს არ შეუძლიათ თბილისში იმუშაონ, რადგან განათლების პრობლემა აქვთ

ერიკ ლივნი: კახეთში მცხოვრებლებს არ შეუძლიათ თბილისში იმუშაონ, რადგან განათლების პრობლემა აქვთ
"მაგალითად, კახეთში მცხოვრებ ადამიანებს არ შეუძლიათ თბილისში სამუშაო მიიღონ, იმიტომ რომ მათ განათლების პრობლემა აქვთ", - აღნიშნულის შესახებ ISET-ის ეკონომისტმა, ერიკ ლივნიმ, გადაცემა "ბიზნესკონტაქტაქტში" განაცხადა. ლივნის თქმით, საქართველოში ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე თბილისში ფიქსირდება. როგორც ლივნი განმარტავს, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას განათლება და კერძოდ უცხო ენის ცოდნაც წარმოადგენს.

"სუბსიდირება მნიშვნელოვანი ფაქტორია, - ხელოვნურად ვინარჩუნებთ ადამიანებს სოფლის ტერიტორიებზე, თუმცა უნდა ვიცოდეთ რა არის ხელოვნური და რა - ბუნებრივი, უნდა გვესმოდეს ეს. მაგალითად, თბილისი დედაქალაქია, მაგრამ უმუშევვრობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი სწორედ აქ ფიქსირდება. ადამიანებს არ სურთ, რომ ჩამოვიდნენ თბილისში, რადგან მათთვის, რომ იცხოვრონ, მაგალითად კახეთში უკეთესი და უფრო უსაფრთხოა რადგან, თბილისში სამსახურის შოვნის გარკვეული საფრთხე არსებობს.

რაც უფრო დიდხანს მოხერხდება ადამიანების სოფლად ცხოვრების შენარჩუნება უკეთესია. ისინი ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ქვეყნისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია განათლება. მაგალითად, კახეთში მცხოვრებ ადამიანებს არ შეუძლიათ თბილისში სამუშაო მიიღონ, იმიტომ რომ მათ განათლების პრობლემა აქვთ. არსებობს სპეციალური სამუშაო მოთხოვნები, მაგალითად ენის უნარ-ჩვევები. ასე, რომ 45 წლის ადამიანებმა შეიძლება დაკარგონ მომსახურების მრეწველობა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ისინი სოფლის მეურნეობის მრეწველობასაც დაკარგავენ, რადგან უნარ-ჩვევების და განათლების გარეშე ვერ იმუშავებენ. ვხედავ, რომ ისისნი ინტერნეტით დამატებით სამუშაოებს ეძებენ, თუ მათ გააჩნიათ ინგლისურის ცოდნა და არა რუსულის. ასეთი ადამიანები მინახავს", - აღნიშნავს ერიკ ლივნი. 








25.მაისი.2018 16:40
33

„ახალი რეგულაციები ჭარბვალიანობას თანდათან შეამცირებს"

ვრცლად
25.მაისი.2018 16:17
105

საქართველოში უფილტრო სიგარეტის მოხმარება 2.1-ჯერ გაიზარდა

ვრცლად
25.მაისი.2018 16:00
39

რა შემთხვევაში არ დაუჭერს ჯანდაცვის კომიტეტი მხარს საპენსიო რეფორმას?

ვრცლად
25.მაისი.2018 15:11
58

დაცვის პოლიცია დაჯავშნულ ავტომანქანებს დააზღვევს

ვრცლად
25.მაისი.2018 15:00
105

"ნედლი ნავთობის გადაზიდვა საქართველოს დერეფნით არაკონკურენტუნარიანია"

ვრცლად
25.მაისი.2018 14:30
43

26 მაისს თბილისში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი გაიმართება

ვრცლად