მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ-გერმანული პროფესიული განათლების დღეები

BM.GE
04.06.19 10:04
1190
15-16 ივნისს გერმანული პროფესიული განათლების დღეების ფარგლებში თბილისის შუაგულში საინტერესო ამბები იგეგმება. რესპუბლიკის მოედანზე, ყველას ვისაც პროფესიული განათლების მიღება სურს ეს თარიღი უნდა დაიმახსოვროს. ქართულ-გერმანული პროფესიული განათლების დღეები პროფესიული განათლების დახვწასა და მოდერნიზებას ემსახურება და ინფორმაციულ, ილუსტრირებულ, ინტერაქციულ ფორმატში ღონისძიებისათვის ტერიტორია კონკრეტულ სივრცეებად გადანაწილდება და იმ სექტორებს რომელშიც დუალური პროფესიული განათლების კუთხით საქართველო და გერმანია თანამშრომლობენ განსხვავებულად წარმოადგენს. პროექტში მონაწილე ყველა პარტნიორები პროფესიულ კოლეჯების სტუდენტებს კერძო კომპანიები შესთავაზებენ გადამზადებას და ადგილზე სწავლას, თეორიულ განათლებას კოლეჯებში დაპრაქტიკული უნარების შეძენას რაც საწარმოებსა და კომპანიებშია შესაძლებელი. ტექნიკური და პროფესიული განათლების მოდერნიზებაში თავის მხრივ საქართველოსა და გერმანიის კერძო სექტორები არიან ჩართულები.

სტუმრები: ირინა წეროძე - განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
აკაკი კერვალიშვილი - კოლეჯი "მოდუსი", დირექტორი