მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპლოატაციაში მიღებამდე, შესაძლოა, საცხოვრებელ შენობებში ცხოვრება აიკრძალოს

5c91edb6668ed
ლევან თაღიაშვილი
20.03.19 11:38
1749
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით,  ბოლო პერიოდში ადამიანები ისეთ შენობებში ცხოვრობდნენ, რომელიც ექსპლოატაციაში არ იყო შესული და ეს პრობლემებს ქმნიდა.

როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, უახლოეს პერიოდში ცვლილებები განხორციელდება, რასაც მოქალაქეებს პირადად გააცნობს.

„მშენებლობის ექსპლოატაციაში მიღებასთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემები, ეს გვაჩვენა ბოლო წლებმა. ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ეცხოვრათ ისეთ შენობა-ნაგებობებში, რომელიც ექსპლოატაციაში არ იყო მიღებული და ჩვენ დავინახეთ, რომ ეს არის პრობლემა. ამაზე დაწყებული გვაქვს მუშაობა და უახლოეს მომავალში პირადად მე ვაპირებ მოსახლეობას მივაწოდო სრული ინფორმაცია იმ ცვლილებებთან და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო მუნიციპალიტეტმა". - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, მერიის განცხადებით, წლის დასაწყისში, დიდ დიღომში აფეთქებული კორპუსი, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ექსპლოატაციაში არ იყო შესული.