მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსკლუზივი: პროკურატურა ეკონომიკის სამინისტროში შედის

5b5252ae98db0
თამუნა ქემერტელიძე
21.07.18 10:04
8297
Bm.ge-სთვის ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ პროკურატურა ეკონომიკის სამინისტროში, აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში სხვადასხვა საკითხით ინტერესდება და შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს იწყებს. Bm.ge-ს წყაროს ცნობით, საგამოძიებო სამსახური, ამ ეტაპზე, დოკუმენტების გამოთხოვას გეგმავს.

“ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროკურატურის გამომძიებლები აღნიშნული უწყებებიდან შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვით შემოიფარგლებიან. მოვლენათა განვითარება სწორედ იმ მასალების შესწავლაზეა დამოკიდებული”, - აცხადებს წყარო.

მისივე ინფორმაციით, პროკურატურა იმ დოკუმეტებს შეისწავლის, რომელიც უშუალოდ ტექდათვალიერებას და SGS უკავშირდება.
Bm.ge აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, პროკურატურას დაუკავშირდა, მაგრამ ამ ეტაპზე უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ: ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში ეტაპობრივად ხორციელდება. სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა და ის დიდი მოცულობის ძრავის მქონე (სამგზავრო და სატვირთო) ავტომობილებს შეეხოთ. ინსპექტირებას საქართველოს მთელი ავტოპარკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში, 2019 წლის ბოლომდე გივლის.