მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Eoromoney: TBC საუკეთესო ბანკია საქართველოში

5b48639a374cd
ლევან თაღიაშვილი
12.07.18 16:39
764
Euromoney-მ 2018 წლის საუკეთესო ბანკად TBC დაასახელა. ეს ჯილდო TBC ბანკს ბაზარზე ლიდერის პოზიციის დაკავებისთვის ერგო, გარდა ამისა, ჟურნალის ცნობით, კომპანიამ 2018 წლის განმავლობაში უმაღლესი ინდუსტრიული სტანდარტი აჩვენა.

"ბანკი აგრძელებს შესანიშნავი შედეგების დადებას, ასევე ის შთამბეჭდავ ინოვაციებს სთავაზობს მომხმარებლებს, რის გამოც იკავებს ლიდერის პოზიციას საქართველოს ბაზარზე და კიდევ ერთხელ იმარჯვებს ამ ნომინაციაში", - წერს Euromoney.

"ჩვენ ძალიან ამაყები ვართ ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღების გამო. ბანკმა აჩვენა წარმატებული ფინანსური შედეგები, კონკურენტული უპირატესობები, მათ შორის პრემიუმ კლასის კლიენტებთან მომსახურება და საუკეთესო დონის ციფრული შეთავაზებები" - განაცხადა ბანკის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

აღსანიშნავია, რომ ეს ჯილდო TBC ბანკმა 2011 წლის შემდეგ მეშვიდედ მიიღო.