მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენიო მორიკონეს კონცერტზე 6 573 ბილეთი გაიყიდა

5b02d27eeb656
თელარა გელანტია
21.05.18 19:10
1537
ცნობილი იტალიელი კომპოზიტორის და დირიჟორის ენიო მორიკონეს კონცერტზე 6 573 ბილეთი გაიყიდა.

ამის შესახებ BM.ge-ის შპს BLACK SEA ARENA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

„BLACK SEA ARENA-ს დარბაზი სულ 10 000-მდე კაცს იტევს, მაგრამ ასეთ კონცერტებზე, სადაც მუსიკიდან გამომდინარე, არ არის გათვალისწინებული დასადგომი ბილეთები, პარტერი კეთდება და შესაბამისად, მცირდება ბილეთების რაოდენობა. სულ 7476 კონცერტზე არსებული ადგილიდან 6 573 ბილეთი გაიყიდა“, - განმარტეს კომპანიაში.

რაც შეეხება იმას, შეიძინეს თუ არა მორიკონეს კონცერტზე დასასწრები ბილეთები საზღვარგარეთიდან, როგორც შპს BLACK SEA ARENA-ში განაცხადეს, აღნიშნული ინფორმაცია tkt.ge-ის ჯერჯერობით არ დაუთვლია. ასევე, უცნობია, რა შემოსავალი მიიღო კომპანიამ ბილეთების გაყიდვიდან.

შეგახსენებთ, „ჩექ ინ ჯორჯია 2018“-ის სეზონი გუშინ ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნა. იტალიელი კომპოზიტორის საქართველოში ჩამოყვანა ბიუჯეტს, ჯამში, 350 000 ევრო დაუჯდა. ბილეთების ფასი 60 ლარიდან იწყებოდა.