მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგო-პრო საქართველოს TOP-ინვესტორია, რა პროექტები განახორციელა კომპანიამ 2018 წელს

5c10dd55f1aea
BM.GE
13.12.18 09:35
1893
BM.ge-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის პირველი სამი კვარტალის განმავლობაში ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოს უმსხვილესი უცხოური ინვესტორების ათეულში შედიოდა.

bm.ge-იმ ენერგოპროს მიმართა კითხვით, თუ რა პროექტი განახორციელეს მათ 2018 წელს.

კომპანიაში ამბობენ, რომ 2018 წლის განმავლობაში მათ დაბალი, საშუალო და მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელების რეაბილიტაციისთვის 34 მილიონზე მეტი დახარჯეს, ამასთანავე კომპანია ახორციელებს 20-მილიონიან ინვესტიციას ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის.

ენერგო-პრო კომპანიის უმნიშვნელოვანეს გამოწვევათა შორის ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრ ზრდას ასახელებს. კომპანია ასევე გამოყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე დაგეგმილ ცვლილებებს, რაც ლიბერალიზაციას გულისხმობს.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში შემოსულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში მკვეთრად არის გაზრდილი რეინვესტირების წილი. ოფიციალური რიცხვების მიხედვით, რეინვესტირებამ 2018 წლის 9 თვეში $500 მილიონი შეადგინა, რაც FDI-ის 50%-ს შეადგენდა. რეინვესტირების ინსტრუმენტს სხვა კომპანიებთან ერთად ენერგო-პროც იყენებს, კომპანიის განცხადებით, “მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალმა რეჟიმმა დადებითი ეფექტი იქონია სს „ენერგო-პრო ჯორჯიაზე“.

2017 და 2018 წლების განმავლობაში კომპანიას არ გაუცია დივიდენდი, შესაბამისად მოხდა მიღებული მოგების სრულად რეინვესტირება ბიზნესში. მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის მიერ ძირითად საშუალებებში ინვესტირებული თანხების ოდენობა.”

კომპანიაში ამბობენ, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემოს “ევროპულ სტანდარტებთან მისაახლოებლად ბევრი ცვლილებაა საჭირო. ეს ცვლილებები იმედია, დროულად იქნება მიღებული, რაც გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოს.”

“ენერგო-პრო” დღეის მდგომარეობით, თბილისiს გარდა, დანარჩენ საქართველოს ამარაგებს ელექტროენერგიით.

საქართველოს ტოპ 10 ინვესტორს შორის ასევე მოხვდნენ შემდეგი კომპანიები - (კომპანიები რეიტინგის მიხედვით არაა დალაგებული)

სს თელასი; 
BP Group; 
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი; 
შპს მაგთიკომი; 
სს ენერგო-პრო ჯორჯია; 
სს RMG Copper; 
შპს ჯორჯიან მანგანეზი; 
შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი (კომპანიის მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილია);
სს ნენსკრა ჰიდრო; 
შპს ატლანტიკ საქართველო.

2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ $322 მილიონი შემოვიდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით ნაკლებია, ხოლო წლის პირველ ცხრა თვეში ინვესტიციები $998 მილიონს შეადგენს, რაც 2017 წელთან შედარებით 27%-ით ნაკლებია. 

საქსტატის განმარტებით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება.