მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგია, რომელიც ბიტკოინის გამომუშავებას სჭირდება

597468ae3bdcf
BM.GE
23.07.17 14:00
4292
digiconomist.net-მა ბიტკოინის ენერგიის მოხმარების ინდექსი შეადგინა. ბიტკოინის შესაქმნელად მოხმარებული ენერგიის დასათვლელად, ისეთი მაჩვენებლებია გამოყენებული, როგორიცაა ე.წ. მაინერების მიერ მიღებული შემოსავლები, ასევე აღნიშნული შემოსავლებიდან ელექტროენერგიაზე დახარჯული თანხა და აღნიშნული თანხის შეფარდება კილოვატ საათ ელექტროენერგიის ფასზე.

ბიტკოინის მიერ წლიურად მოხმარებული ელექტროენერგია 14,49 ტერავატ საათს შეადგენს. მსოფლიოში ბიტკოინის ე.წ. მაინერების შემოსავლები 2,077,300,553 დოლარადაა შეფასებული, თავად ბიტკოინის გამომუშავების ღირებულება კი 724,596,782 დოლარად. ბიტკოინის ფასის მატებასთან ერთად, მის გამომუშავებას სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, შესაბამისად ამისთვის საჭირო ელექტროენერგიის მოცულობაც იზრდება.

თუკი წარმოვიდგენთ, რომ ბიტკოინი ქვეყანაა, მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა ახლოს იქნებოდა თურქმენეთის, სლოვენიის და მოზამბიკის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიის მოცულობასთან.

ბიტკოინის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შედარება სხვა საგადახდო სისტემებთანაც შეგვიძლია, მაგალითად VISA-სთან. გამომდინარე იქიდან, რომ VISA-ს მოხმარებული ენერგიის შესახებ ინფორმაცია ლიმიტირებულია, შედრაებისთვის VISA-ს ტრანზაქციებისთვის დახარჯული ელექტროენერგიის გამოყენებაა შესაძლებელი. კერძოდ, VISA-ს გადარიცხვებისთვის საჭირო ელექტროენერგიას დაახლოებით 50 000 ამერიკული ოჯახის მომარაგება შეუძლია. გასულ წელს VISA-ს მიერ მსოფლიოში 82 მილიარდზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა. ამ მონაცემების დახმარებით შეგვიძლია დავინახოთ თუ რამდენად აღემატება ბიტკოინის მიერ მოხმარებული ენერგია VISA-ს: ბიტკოინის მოხმარებული ენერგიის მოცულობას 1,341,846 ამერიკული ოჯახის ელექტროენერგიით მომარაგება შეუძლია, - 26-ჯერ მეტის ვიდრე ეს VISA-ს შემთხვევაშია.

ბიტკოინის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია მსოფლიოში ჯამში მოხმარებული ელექტროენერგიის 0,07%-ია.