მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკოსი: ქალაქი დგას ნაღმზე

5c408a9d56fda
BM.GE
17.01.19 18:32
846
ენერგეტიკოსი გიორგი ჭაღიაშვილი Tv Pirveli-ის ეთერში ამბობს, რომ მოსახლეობა გუშინდელი ტრაგედიის განმეორების რისკის წინაშე დგას, რისი პრევენციაც გამკაცრებული მონიტოინგით და უსაფრთხო სამშენებლო პრაქტიკის დანერგვით არის შესაძლებელი.

“პოლიეთილენის მილებით ხდება ბუნებრივი აირის შეყვანა, რაც ქართული სტანდარტით არის დაუშვებელი. საქართველოში ბუნებრივი აირის კომუნიკაციის გაყვანა უნდა ხდებოდეს ლითონის მილსადენებით. ეს მილები კი გახლავთ, ცხელი წყლისთვის გამოსაყენებელი მილსადენები.

(გუშინ) შესაძლოა, აფეთქებულიყო გაზის კონკრეტული დანადგარი, სავარაუდოდ, ეს იქნებოდა ის წერტილი, სადაც ხდება მიერთება გაზის მილსა და საყოფაცხოვრებო დანადგარს შორის.

გვქონია ამ პრობლემაზე თვითმმართველობასთან საუბარი, რომ საჭიროა აღნიშნული საკუთრის რეგულირება, თუმცა მათი პასუხია ის, რომ სათანადო სპეციალისტების ნაკლებობაა. მე გთავაზობთ მოვამზადოთ ახალი სპეციალისტები და გავხადოთ უსაფრთხო ჩვენი გარემო. არსებული მდგომარეობის გაგრძელება არ შეიძლება, ქალაქი დგას ნაღმზე,”- ამბობს ჭაღიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დიღომში გაზის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.