მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება იყო არაგონივრული და არასწორი"

5c8682e2e60cc
ნათია ამირანაშვილი
11.03.19 22:00
2996
„ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება იყო არაგონივრული და არასწორი“,- ამის შესახებ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა მრჩეველმა ლევან ვეფხვაძემ გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ბიზნესი და მოსახლეობა იხდის გადასახადებს და მის შესაბამის და ადეკვატურ სერვისს ვერ იღებს, ეს უკვე პრობლემაა.

„დღეს ჩვენ გვყავს საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები. მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა არის უაღრესად კომპეტენტური ადამიანი, ორი დეპარტამენტი და მათი ხელმძღვანელები არიან ძალიან კომპეტენტურები, მაგრამ აქ საუბარია სულ 10-12 კაცზე, რომლებიც სამინისტროში რეალურად მუშაობენ ენერგეტიკის მიმართულებით. თუ ქალბატონი ნათია გავა ქვეყნიდან, პირობითად 1 კვირით ძალიან დიდ პრობლემასთან გვექნება საქმე. დეპარტამენტებში ვნახე დაგროვებული განცხადებები, წერილები, რომლებიც ინვესტორებიდან შედის, ზოგი შეთავაზებით, ზოგი რაღაც საჩივრით, ფიზიკურად ვერ ასწრებენ ეს ადამიანები გადამუშავებას, ამიტომ ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე, რომ მთელი ენერგეტიკის სისტემა გვაქვს შესაცვლელი, არაგონივრული იყო“, - განაცხადებს ვეფხვაძე.