04.იანვარი.2016 17:32
ეკონომიკა

ენერგეტიკის სამინისტრო: ირანიდან ბუნებრივი აირის მოწოდებაზე კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს

ენერგეტიკის სამინისტრო: ირანიდან ბუნებრივი აირის მოწოდებაზე კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს
ენერგეტიკის სამინისტრო საქართველოსთვის ირანიდან ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
 
„საინფორმაციო საშუალებებში დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ირანი იწყებს საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას სომხეთის გავლით ელექტროენერგიის წარმოების მიზნით დღიურად 8-15 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით.

ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ირანულ მხარესთან ამ ეტაპზე კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს და შესაბამისად ბუნებრივი აირის მოწოდების დაწყების საკითხიც არ არის გადაწყვეტილი.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ირანი ერთ-ერთი მსხვილი გაზის მწარმოებელი ქვეყანაა მსოფლიოში და ბუნებრივია გაგრძელდება მოლაპარაკებები ყველა პოტენციურ მომწოდებელთან რეგიონში გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს სტაბილური და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით“, - განმარტავენ სამინისტროში.



22.იანვარი.2019 00:59
1549

ნინო ზამბახიძე: ჩემს ფერმერულ მეურნეობას ვყიდი

ვრცლად
22.იანვარი.2019 00:40
132

Luggage Storage Tbilisi ტურისტებისთვის ბაზარზე ახალი შეთავაზებით ბრუნდება

ვრცლად
22.იანვარი.2019 00:13
81

მარტვილში წარმოებული ღვინო ექპორტზე პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში გავა

ვრცლად
21.იანვარი.2019 21:39
202

ტურიზმის ადმინისტრაცია Facebook-ზე რეკლამისთვის 400 ათას ლარს დახარჯავს

ვრცლად
21.იანვარი.2019 20:31
1389

ქუთაისის მერიიდან სავარაუდოდ, 1 643 197 ლარი გაიფლანგა - ექსპერტიზის დასკვნა

ვრცლად
21.იანვარი.2019 20:20
307

ლუდი “ოტიას ეზოდან“

ვრცლად