სამშ, 26 სექტემბერი
სამშ, 26 სექტემბერი
ახალი ამბები:
ENG
13.09.2017 | 15:42

ენერგეტიკის სამინისტრო ინვესტორებს პასუხობს

ავტორი: დავით ჯალაღონია
კატეგორია: ბიზნესი
ენერგეტიკის სამინისტრო ინვესტორებს პასუხობს. როგორც მინისტრის მოადგილემ თორნიკე რიჟვაძემ "საქმის კურსს" განუცხადა, ერთ დღეში კერძო სექტორისთვის წესები არ იცვლება და სამინისტრო დაინტერესებულ მხარეებთან გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კომუნიკაციას მაქსიმალურად ცდილობს.

"ერთ დღეში წესები არ იცვლება. ეს ცოტა უტრირებული ნათქვამია, მაგრამ ჩვენ სამართლებრივი სტაბილურობის კუთხითაც ვცდილობთ, რომ ეს დაინტერსებული მხარეები, ვისზეც შეიძლება, გარკვეული ზემოქმედება გვქონდეს, ნებისმიერი ცვლილების პროცესში - წესებსა თუ სხვა ნორმატიულ აქტებში, აქტიურად იყვნენ ჩართულნი, მაგრამ ის ცვლილებები, რაც უნდა განხორციელდეს, ბუნებრივია განხორციელდება. ეს დინამიური პროცესია", - განაცხადა რიჟვაძემ.

მისივე თქმით, ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლის შემდგომ საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ მთელი რიგი ახალი საკანონმდებლო პაკეტი შემუშავდეს.

"ეს პროცესი დინამიურად მიდის და ძალიან მალე გვექნება ახალი კანონი, როგორც ელექტროენერგეტიკის ბაზარზე, ისე გაზის კუთხით", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ენერჯი სოლუშენის“ ხელმძღვანელმა გიორგი აბრამიშვილმა "საქმის კურსთან" საუბრისას განაცხადა, რომ ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის მარტში, ერთ დღეში, დერეგულირებული სადგურებისთვის ელექტროენერგიის ფასი 14-დან 9 თეთრამდე შემცირდა, რაც კერძო სექტორისთვის მოულოდნელი იყო და ეს ფაქტი უცხოელი ინვესტორებისთვის არასტაბილურობის შეგრძნებას აჩენს.
უკან დაბრუნება
186ნახვა
ენერგეტიკის სამინისტრო ინვესტორებს პასუხობს
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი