მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენძელა მაჭავარიანი შეძლებული ადამიანების ხარჯზე გაჭირვებულების დახმარებას ითხოვს

5c1110b49125e
დათო ჯალაღონია
12.12.18 17:42
1608
პარლამენტი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს რიგგარეშე სესიაზე განიხილავს.

ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გააცნო, რის შემდეგაც, რეგლამენტის თანახმად, კანონმდებლები მინისტრს კითხვებით მიმათავენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა შეკითხვა სოციალურ თემაზე დასვა.

„ჩვენთან ძალიან მაღალი კომუნალური და სხვა სახის გადასახადებია და როცა ეკონომიკა იზრდება, ხომ არ შეიძლება იმაზე ვიმსჯელოთ, რომ რაღაც ფორმით მოსახლეობა იმ მაღალი კომუნალური გადასახადებისგან ცოტა მაინც ამოვასუნთქოთ. იმაზეც ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ შეძლებულებმა ცოტა მეტი გადაიხადონ და მათ ხარჯზე გაჭირვებულებს დავეხმაროთ?“, - იკითხა ენძელა მაჭავარიანმა.

მას შემდეგ, რაც დეპუტატები კითხვების დასმას დაასრულებენ, ფინანსთა მინისტრი მათ პასუხებს გასცემს.