მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

eMoney: საქართველოში ერთი წლის განმავლობაში ბიტკოინის მომხმარებელთა რაოდენობა თითქმის გაათმაგდა

580c856a25c39
BM.GE
23.10.16 13:36
7607
ქართველები ბიტკოინის აქტიური მომხმარებლები უკვე გახდნენ. სხვადასხვა საიტების მეშვეობით შეძენილი ბიტკოინის გადაცვლა emoney-ს საფულის მეშვეობით ხდება, რის შემდეგაც საკრედიტო ბარათით ნებისმიერი ნივთის შეძენა შეიძლება. ვირტუალური ვალუტის ქართულ მომავალზე ’’საქმიან დილასთან“ emoney-ის კომერციული დირექტორი სოფო ჭყოიძე საუბრობს.

- რამდენი ხანია, რაც საქართველოში ბიტკოინის შეძენა და მისი დახმარებით ანგარიშსწორებაა შესაძლებელია და რას გულისხმობს ეს?

- eMoney-ში უკვე დაახლოებით 2 წელია ქართველ მომხმარებელს ბიტკოინის ყიდვა-გაყიდვა, მიღება და გაგზავნა შეუძლია. ჩვენ ვიყავით ქართულ ბაზარზე პირველი ელექტრონული საფულე, რომელმაც ეს სერვისი დანერგა ქართველი მომხმარებლისთვის. eMoney მომხმარებელს სერვისს სთავაზობს, რომლითაც ის იყიდის, გაყიდის, მიიღებს ან გააგზავნის ბიტკოინებს თავისი ელექტრონული საფულის საშუალებით. მისი დამახასიეთებელი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ რომელიმე ცენტრალური ინსტიტუტის ან ორგანიზაციის მიერ არ გაიცემა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბაზარზე დამატებითი ბიტკოინების გამოჩენით, ვალუტას გაუფასურება არ ემუქრება.
ასევე ნებისმიერი კომუნალური გადასახადის გადახდაც ჩვენი საიტის eMoney.ge-ს მეშვეობითაა შესაძლებელი, რომელსაც ყოველთვიურად დაახლოებით რამდენიმე ათასობით მომხმარებელი ყავს და ეს რიცხვი დროის გასვლასთან ერთად იზრდება.

- ქართველები ძირითადად რისთვის იყენებენ ვირტუალურ ვალუტას?

- ზოგადად ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ვალუტაა, რომელიც არანაირი შუამავლების და რეგულატორების მიერ არ იმართება. წინა 2 წელთან შედარებით, მისი ფასი თითქმის გაორმაგდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ძალიან კარგი საინვესტიციო პროდუქტია, თუ რაღაც დანაზოგის გაკეთება სურთ.

- რა სეგმენტზეა ის გათვლილი, ვის მფლობელობაშია ბიტკოინები?

- ამ შემთხვევაში ქართველი მომხმარებელი, ვისაც დანაზოგი აქვს და სურს, რომ ეს დანაზოგი გაზარდოს, ეს მათთვის სარგებელია, ანუ დაბალ ფასად ყიდულობენ, შემდეგ მაღალ ფასად ყიდიან და შსაბამისად ეს მათთვის მომგებიანია.

- ამ ორი წლის განმავლობაში სტატისტიკა როგორია ცნობადობის მხრივ და მათ შორის გამოყენების ნაწილშიც?

- eMoney-ის თვალსაზრისით, ერთი წლის განმავლობაში მომხმარებელთა რაოდენობა თითქმის გაათმაგდა. ჩვენ იმისთის, რომ ცნობადობა გავზარდოთ, ასევე ბიტკოინის ბლოგი გვავქს, სადაც ქართულ ენაზე შეუძლიათ დაინტერესებულ ადამიანებს გაეცნონ ზოგადად რას მოიცავს ბიტკოინი, წლების ჭრილში მისი ფასის ცვალობადობა ნახოს და ა.შ.

დაინტერესების შემთხვევაში, მომხმარებელს ჩვენს ვებ-გვერდზე დარეგისტრირება შეუძლია და კვირის დაიჯესტი წაიკითხოს, სტატიებს გეცნოს და შესაბამისად იყიდოს და გაყიდოს ვირტუალური ვალუტა.

- ზღვარი არ აქვს, მომხმარებელს დავუშვათ 2 ლარის ბიტკოინი შეუძლია შეიძინოს?

- რა თქმა უნდა, მომხმარებელს შეუძლია 0,1 ბიტკოინი იყიდოს და ასევე 1 ან 2 ბიტკოინი შეძენა შეუძლია. ეს მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული.

- დაახლოებით რა კატეგორიის ადამიანები არიან საქართველოში ბიტკოინის მომხმარებლები?

- ბევრ მომხმარებელს ცნობადობა არ აქვს, თუმცა ბიტკოინის მყიდველის ძალიან მრავალფეროვანი სეგმენტია, ახალგაზრდებიც ჩართულები არიან და იმისთის, რომ ჩვენ ცნობადობა გავზარდოთ, ყოველთვის ვცდილობთ სოციალური ქსელების მეშვეობით პოპულარიზაცია გავუკეთოთ ბიტკოინს. იტკოინი ნამდვილად საინტერესოა და ფასის მიხედვით რომ განვსაზღვროთ, აღნიშნულ პროდუქტზე ძალიან დიდი მოთხოვნაა.

- კურსი ლარის კურსს არის მიბმული, თუ დოლარის გავლით კონვერტირდება?

- ჩვენთან დოლარის გავლით კონვერტირდება ლარში. ეროვნულ ბნაკთან მიახლოებითი კურსია. კიდევ ერთი უპირატესობა, რაც ბიტკოინს აქვს არის ის, რომ ყიდვა-გაყიდვის პროცესი ძალიან მარტივი და სწრაფია. ფულად გზავნილებთან და საბანკო გადარიცხვებთან შედარებით საკომისიო მცირეა, მუშაობის პროცესში დასვენების საათები გაწერილი არ აქვს და ბიტკოინის ყიდვა-გაყიდვა ნებიემიერ დროს არის შესაძლებელი. ტრანზაქციები, რა თქმა უნდა, ანონიმურია, თუმცა თვითონ ტრანზაქციები ბლოკჩეინზე შესაბამისი კოდით ინახება და ხელმისაწვდომია.