მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EMC: "მწვანე კონცხის განაშენიანების შესახებ დადგენილება რომ უკანონოა, სახალხო დამცველიც იზიარებს

5c3f5c9a769a1
ანნა ლაპიაშვილი
16.01.19 21:45
897
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველმა ბათუმის საკრებულოს იმ გადაწყვეტილების მიმართ კრიტიკა, რომელიც მწვანე კონცხზე 28-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას ეხებოდა, გაიზიარა.

EMC მწვანე კონცხის ტერიტორიაზე შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპ“-ის საკუთრებაში არსებულ 20366 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სასტუმროსა და სხვა ფუნქციური დანიშნულების კომპლექსის მშენებლობის მიზნით დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში დავობს და დადგენილების უკანონობის ცნობას ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, ბათუმის საკრებულომ კანონმდებლობის მოქმედი რეგულაციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება საკითხის მოკვლევის გარეშე მიიღო, რის გამოც ის ბათილად უნდა გამოცხადდეს.

EMC-ის არგუმენტებზე დაყრდნობით, შესაბამის უწყებებს რეკომედაციით სახალხო დამცველმაც მიმართა.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსადმი გაგზავნილ რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 სექტემბრის დადგენილება, რომლითაც მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა ბათილად უნდა იყოს ცნობილი და ახალი გადაწყვეტილება სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა დადგეს.

სახალხო დამცველის რეკომედაციის ადრესატია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაც, რომლისთვისაც სახალხო დამცველი გასცემს რეკომენდაციას, მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთის თაობაზე მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იხელმძღვანელოს სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნების კანონისმიერი საჯარო ინტერესებისა და რეკომენდაციაში ასახული და მოქმედი სტანდარტების შესაბამისად.

სარეკომენდაციო ნაწილში სახალხო დამცველი საკრებულოსაც და მერიასაც მოუწოდებს, იხელმძღვანელონ ორჰუსის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად და მომავალში სარეკრეაციო ტერიტორიასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე დაინტერესებული საზოგადოების სათანადო, გასაგები ფორმით ინფორმირება და გადაწყვეტილებების მიღების ადრეულ ეტაპზევე მათი ჩართულობა უზრუნველყოს.