მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელმავლების შესყიდვასთან დაკავშირებით, "საქართველოს რკინგზის" კონკურსი 28 დეკემბერს დასრულდება

5669b2d4dcdd4
BM.GE
10.12.15 21:10
1306
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის გზებზე იმსჯელეს.
 
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სხდომაზე განიხილეს ქალაქ ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფცია, რომელიც ზღვისპირა პარკის სამომავლო პერსპექტივებს გულისხმობს.

"საბჭოს წევრებმა მოიწონეს ელმავლების ლოკალიზაციის იდეა, რაც ელმავლების ადგილობრივ წარმოებას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ ელმავლების შესყიდვასთან დაკავშირებით, სს “საქართველოს რკინგზის“ მიერ გამოცხადებული კონკურსი 28 დეკემბერს დასრულდება.

ეკონომიკური საბჭოს სხდომას მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები, თბილისის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრნენ", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.