მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ბიზნესისა და დასასვენებელი ცენტრის მშენებლობა იგეგმება

5ae084fa8f668
მაია ბიწაძე
25.04.18 17:38
2684
ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, მისი ერთერთი მფლობელი, გიორგი ანდრიაძე, ბიზნესისა და დასასვენებელი ცენტრის მშენებლობას გეგმავს, - ამის შესახებ მან "საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.

"ჩემი ტერიტორია არის 5 ათას კვადრატულზე ცოტა მეტი, ვფიქრობთ მის მაქსიმალურად ათვისებას, ტერიტორიის 40% მშენებლობას, ხოლო 60 % მანქანების პარკირებას და გამწვანებას დაეთმობა. აშენდება ბიზნესცენტრი და დასასვენებელი კომპლექსი, ბოლო ორ სართულზე აუზი და ფიტნესის დარბაზი განთავსდება. ეს პროექტი ჩვენ გადავუგზავნეთ თბილისის მერიას და მაისის შუა რიცხვებში ველოდებით პასუხს, რომელიც ვფიქრობ დადებითი იქნება.

წლებია ამ პროექტის განხორციელება გვინდა, გვყავდა ინვესტორიც, ისრაელის მოქალაქე, რომელიც დავკარგეთ ამის გამო, რომ დროულად ვერ მოხერხდა პროექტის დაწყება, რადგან თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მიდიოდა მუშაობა და უნდა მომხდარიყო ამ პროექტის მასთან თანხვედრაში მოყვანა.

მინდა ავღნიშნო, რომ ის მოვაჭრეები, რომლებიც ჩემს ტერიტორიაზე მუშაობენ, არცერთი დღით, ამ მშენებლობის პროცესის დროსაც კი არ შეაჩერებენ თავის საქმიანობას, ჩვენ ისე გვაქვს დაგეგმილი ეს პროექტი.

მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორი დავკარგეთ, ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ მოვაჭრეებთან ერთად ავაშენებთ ამ შენობებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან და ეს იქნება ადგილობრივი ინვესტიცია. პროექტის განხორციელებას სამი წელი დასჭირდება“ - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.