მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

BM.GE
12.04.19 08:52
709
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. საფეხმავლო ბილიკების მოწყობასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში, წყალმომარაგების კომპანია ადგილზე მაგისტრალურ თუჯის მილებს ამონტაჟებს. სამუშაოებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილე იუზა უგულავა გაეცნენ. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 3,7 მლნ ლარი გამოყო. ქუჩის რეაბილიტაციას შპს "ორიენტირი" ახორციელებს. სახელშეკრულებო პირობების თანახმად, პროექტი აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს.

 http://www.newpress.ge/qutaisshi-rustavelis-quchis-reabilitacia-agvistos-bolos-dasruldeba.