მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროავტომობილებს ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური არ შეეხებათ

5bcdaac138afe
თამუნა დემეტრაშვილი
22.10.18 14:46
511
ელექტროავტომობილებს ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური არ შეეხებათ და მათთვის პარკირება უფასო იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალურ ავტოსადგომებზე, ასეთი ავტომანქანებისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა და სხვა მანქანებს, ამ ადგილებზე გაჩერების უფლება არ ექნებათ. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ელექტროტრანსპორტის სტიმულირების მიზნით ახალი სამთავრობო გეგმა დააანონსა, რომლის მიხედვითაც 10 წლის განმავლობაში, ქვეყნის ავტოპარკის 90% სწორედ ელექტრომობილებით უნდა ჩანაცვლდეს. რაც შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემას, მის შემოღებას მუნიციპალიტეტი მომავალ წელს გეგმავს. დედაქალაქის გარკვეულ უბნებში, მანქანების პარკირების საათობრივი სისტემა დაინერგება.