პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარე კახა კუჭავა BMG-სთან ახალ კანონპროექტზე საუბრობს, რომლის თანახმადაც, ელექტრო ძრავაზე მომუშავე ავტობუსი ან მიკროავტობუსი იმპორტისა და დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლდება.
„არა მხოლოდ საჯარო უწყებების არამედ ნებისმიერი კერძო პირის მიერ შეძენილი ელექტრო ძრავაზე მომუშავე მიკროავტობუსები განთავისუფლებული იქნებიან როგორც იმპორტის ასევე დღგ-ს გადასახადისაგან“, - აცხადებს კახა კუჭავა.
მისივე თქმით, კანონპროექტის მთავარი მიზანი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. კახა კუჭავა იმედოვნებს, რომ კანონპროექტს დადებითი შედეგი ექნება.
„საგრძნობლად გაზრდილია ჰიბრიდულ და ელექტრო ძრავაზე მომუშავე მანქანების რაოდენობა. დარწმუნებული ვარ, რომ მოკროავტობუსებისა და ავტობუსების შემთხვევაშიც ასე იქნება და წახალისების შემდეგ, უფრო მეტ ელექტრო ძრავაზე მომუშავე ავტობუსებს და მიკროავტობუსებს ვიხილავთ ქალაქსა თუ მთლიანად საქართველოში“, - ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.