16.მაისი.2018 14:39
ეკონომიკა

ელჩი: საქართველო-ირანს შორის საქმიანი ურთიერთობა კიდევ უფრო გაიზრდება

ელჩი: საქართველო-ირანს შორის საქმიანი ურთიერთობა კიდევ უფრო გაიზრდება
საქართველოსა და ირანს შორის საქმიანი ურთიერთობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, ამის შესახებ ირანის ელჩმა, სეიედ ჯავად ყავამ, თბილისში გამართულ ბიზნესფორუმზე (Bia forum) განაცხადა.

"საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვამ 181 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 38%-ით არის გაზრდილი. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საქართველოში ირანის ექსპორტი და ტურიზმი. თუ შევადარებთ 5-6 წლის წინა პერიოდს, ირანიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ 10-12-ჯერ მოიმატა, გასულ წელს კი 180%-იანი ზრდა იყო ამ მიმართულებით. ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაიზრდება შემდეგ წლებში“ - განაცხადა ელჩმა.

მისივე განცხადებით, ინვესტირების ძალიან დიდი სპექტრია რეგიონში, მათ შორის საქართველოში, ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, საბანკო და ფინანსური სექტორი, ტექნოლოგიები.

"ჩვენ არ ვართ მცირე ეკონომიკაზე ფოკუსირებული სქართველოში. ჩვენ ვითვალისწინებთ იმ სავაჭრო ხელშეკრულებებს, რაც აქვს მას ევროპასთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან. საქართველომ ძალიან გაადვილა ბიზნესთან კომუნიკაცია და ბევრი ნაბიჯი გადადგა გადასახადების გამარტივების მხრივ, ასევე ბევრი რამ გაკეთდა სავაჭრო მიმოქცევის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს, ინფრასტრუქტურას, რკინიგზას, მცირდება ხარჯები და იზრდება უსაფრთხოების ნორმები. ირანისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია მისმა ტვირთებმა უსაფრთხოდ გაიაროს სატრანსპორტო დერეფანი და მიაღწიოს დანიშნულების ადგილს“ - განაცხადა ირანის ელჩმა საქართველოში.
ავტორი: მაია ბიწაძე



21.ოქტომბერი.2018 18:15
154

რამდენი მილიონი ლარის მიწა გაყიდა მთავრობამ 9 თვეში

ვრცლად
21.ოქტომბერი.2018 16:58
843

რამდენი ფიზიკური პირი იხდის საქართველოში ქონების გადასახადს

ვრცლად
21.ოქტომბერი.2018 15:15
885

"ბლაუენშტაინ საქართველოს“ მანქანა საბურთალოელ დიასახლისებს სადილისთვის საჭირო ხორცს ადგილზე მიაწვდის

ვრცლად
21.ოქტომბერი.2018 14:20
378

ქართული წარმოების პრემიუმ კლასის კედები ადგილობრივ ბაზარს ითვისებს

ვრცლად
21.ოქტომბერი.2018 13:29
400

ქუთაისის თიზ-ში ესპანური ინვესტიციით საკონიაკე სპირტის საწარმო ამოქმედდა

ვრცლად
21.ოქტომბერი.2018 11:35
1210

რატომ ვერ მუშაობს „გომარდული“: შეუცვალა თუ არა „ოცნებამ“ ინვესტორს წინა მთავრობის დროინდელი შეთანხმება

ვრცლად