მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჩი: სამწუხაროდ, ჩეხეთში მაღალი ხარისხის ქართული ღვინის შეძენა შეუძლებელია

5b0582a9dfde2
ლევან თაღიაშვილი
23.05.18 20:00
1270
ჩეხეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტომას პერნიცკი აცხადებს, რომ სურს უფრო მეტი ქართული აგრარული საქონელი იხილოს ჩეხეთში. მისი თქმით, ქართული ჩაი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც ძალიან პოპულარულია მის ქვეყანაში. 

"ჩეხეთის ექსპორტი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ კიდევ განსავითარებელია საქართველოს ექსპორტი ჩეხეთში. ამ კუთხით ბევრ შესაძლებლობას ვხედავთ. გვსურს ვიხილოთ უფრო მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქტი ჩვენს ქვეყანაში. ქართული თხილი ჩეხეთში ძალიან პოპულარულია. სამწუხაროდ, მაღალი ხარისხის ქართული ღვინის შეძენა სუპერმარკეტებში ჯერ-ჯერობით შეუძლებელია, იგივე შეიძლება ითქვას ქართულ სულგუნზე. ასევე, უნდა ავღნიშნოთ ქართული ჩაი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც პოპულარულია. პირადად მე როდესაც მივდივარ ჩეხეთში, ყოველთვის მიმაქვს "სარაჯიშვილის" ალკოჰოლური სასმელები, წითელი ღვინო და ქართული სულგუნი", - აცხადებს ტომას პერნიცკი.