მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბინების დაქირავებაზე მოთხოვნამ იკლო, მაგრამ ფასები არ მცირდება

BM.GE
21.04.22 09:00
324
უძრავი ქონების დაქირავებაზე არსებული მოთხოვნა შედარებით შენელებულია, თუმცა ფასები არ იკლებს. ფასების ზრდა, რუსი, ბელარუსი და უკრაინელი მოქალაქეების მხრიდან მაღალი მოთხოვნით იყო გამოწვეული, მაგრამ ეს ტენდენცია ახლა შეცვლილია. კომპანიებში აღნიშნავენ, რომ ორი თვის წინ გასაქირავებელ ბინებზე ფასების საშუალოდ, 30-50%-ით გაიზარდა. თუ მაგალითად, თვენახევრის წინ, ცენტრალურ უბანში, ერთ ოთახიანი ბინის დაქირავება, თვეში 300 დოლარად იყო შესაძლებელი, ახლა ღირებულება 450 დოლარია.