18.აპრილი.2016 17:37
ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო: ლადო პაპავა ცრუ ინფორმაციას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო: ლადო პაპავა ცრუ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვლადიმერ პაპავას გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
 
უნივერსიტეტში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარისას ბატონი პაპავა ამბობს - "ყველაზე მწვავე ზეწოლა პირველად მაშინ იგრძნო, როდესაც შეიტყო, რომ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის აშენება იგეგმებოდა, რომელსაც ჩინოვნიკები ლობირებდნენ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ”ქართული ოცნების” მთავრობა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის აშენებაზე ოდესმე ლიცენზიას თუ გასცემდა. ვერც იმას დავიჯერებდი, რომ კონკრეტულ ბიზნესს ამ მასშტაბის მხარდაჭერა ექნებოდა.“

"თავიდანვე ვაცხადებთ, რომ ეს არის ყოვლად უაპელაციო განცხადება, რომელშიც ფაქტობრივად, არცერთი სიტყვა სიმართლეს არ შეესაბამება.

უფრო კონკრეტულად კი - ვლადიმერ პაპავას განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, როდესაც ამბობს, რომ გაზგასამართი სადგურის აშენება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იგეგმებოდა - ეს ტერიტორია, უფრო ზუსტად კი 2000 კვ.მ. არასასოფლო-დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 01.14.06.006.026) წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და იგი არ ეკუთვნოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, არც რაიმე ტიპის სარგებლობის უფლებით ჰქონდა გადაცემული უნივერსიტეტს“ - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული ქონება პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით 2013 წლის 15 ოქტომბერს 1,02 მილიონ ლარად გაასხვისა 1,5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ქონება გასხვისდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, ელექტრონულ აუქციონზე კონკურენციის პირობებში!
„ქონება გასხვისდა როგორც არასასოფლო-დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ამ პროცესში გაზგასამართი სადგურის მშენებლობის ვალდებულება გათვალისწინებული არ ყოფილა.

ამასთან, ჩვენ მაშინვე დეტალურად განვმარტეთ საქმის არსი, რის შესახებაც ინფორმირებული იყო ვლადიმერ პაპავა. დარწმუნებულნი ვართ, რომ იგი ასევე შესანიშნავადაა ინფორმირებული იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ არსებული მიწის ნაკვეთი გაასხვისა არა რომელიმე კონკრეტული ბიზნესის ლობირების, არამედ ზოგადად ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობის და ინვესტიციის განხორციელების მიზნით. სამინისტრო ამავე პოლიტიკით ხელმძღვანელობს მსგავს სხვა, ნებისმიერ შემთხვევაში.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სამინისტროს მიერ წარმოებული მოლაპარაკების შედეგად ინვესტორმა გაზგასამართი სადგურის მშენებლობაზე უარი განაცხადა - ამჟამად აღნიშნულ ტერიტორიაზე შენდება მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელშიც საბოლოოდ 4 600 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ბოლო წლებში განსაკუთრებით ზრუნავს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაზე. სამინისტრომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში - 2012-2016 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სარგებლობის უფლებით 13 სახელმწიფო ქონება გადასცა.

სამწუხაროა, რომ თსუ-ს ჯერ კიდევ მოქმედი რექტორი, ვლადიმერ პაპავა ნებსით თუ უნებლიედ, ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და შეცდომაში შეყავს საზოგადოება“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.



12.დეკემბერი.2018 16:35
21

ივანე მაჭავარიანი: 2019 წლის ბიუჯეტი პირველად აჭარბებს 13 მლრდ ლარს

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 16:15
46

ეროვნულმა ბანკმა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 15:53
93

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 400 ადამიანი იძულებით შვებულებაში გაუშვა

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 15:45
84

"ეკონომიკის მინისტრისთვის გასაგებია სადაზღვევოების წუხილი საბანკო სექტორთან დაკავშირებით"

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 15:39
53

67 803 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 15:34
51

"ვფიქრობ, აიხსნა პურის ფასის მატების ძირითადი მიზეზები"

ვრცლად